“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევმა, ანსუ ფატიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში შეძლოს.
Sport-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას განაგრძობს, რათა მალე გამოჯანმრთელდეს და თანაგუნდელების დახმარება შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ფატი გუნდთან ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობს, მისი “ალიანც არენაზე” თამაში გამორიცხული არაა.
ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ანსუმანე მიუნხენში გაემგზავრება და სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა. იგივე სცენარი მოხდა “ბენფიკას” წინააღმდეგ უსმან დემბელესა და სერჟინიო დესტის შემთხვევაში, რომლებიც 100%-ით ჯანმრთელნი არ იყვნენ, თუმცა მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩავიმ ისინი თამაშში ჩართო.
“ბარსელონა” “ბაიერნს” 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. ვერ მოგების შემთხვევაში, კატალონიური კლუბი “ბენფიკას” ქულების დაკარგვის იმედად იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ბარსა” ჯგუფში ჩარჩება.

პროსტა მოგვბეზრდა ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა მოგვენატრა.
ერთი ტაიმიც რო ითამაშოს კარგი იქნება
იმედია ხოდზე იქნება,მაგრამ გარისკვა არ ღირს.
სწორედ გერმანელებთან არის საშიში ამის გამოშვება, ფიზიკურად მხეცები არიან. ლეოც ასე ნახევრად მორჩენილი გამოვიდა 2013-ში და მიულერმა დალეწა, პირდაპირ შეახტა ნატკენ ფეხზე.
ეს თუ ბოლომდე მზად არ იქნა არ გამოიყვანონ , არადა ამ თამაშებში ძაან დაგვაკლდა, რაც დეპაიმ მაზა მაგის ადგილას ფატი არ გააფუჭებდა მომენტებს, ძაან მაგარი გოლის ალღო აქვს