“ბარსელონა” მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, ლა ლიგის მე-16 ტურში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.
Sport-ის ინფორმაციით, ამ დრომდე “ბარსამ” და “ბეტისმა” ერთმანეთის წინააღმდეგ 122 მატჩი გამართეს, საიდანაც კატალონიელებმა 74 მოიგეს, 22 ფრედ დაასრულეს და 26 წააგეს. ამ შეხვედრებში “ბლაუგრანამ” მეტოქეს 282 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 134 მიიღო.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” “ბენიტო ვილამარინის” ბინადრებთან ბოლოს 2018/19 წლების სეზონში დამარცხდნენ, როდესაც კიკე სეტიენის შეგირდებმა “კამპ ნოუზე” 4-3 იმარჯვეს.
“ბარსელონასა” და “ბეტისის” დაპირისპირება თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

რატო ეგრე ადრე
იმედია მოვიგებთ, ყველა სამი ქულა მნიშვნელოვანია
უეჭველი მოსაგები თამაშია
იმედია მოვიგებთ, სეტიენი აღარ ყავთ და ალბათ დასუსტდნენ.