იტალიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ფინანსურმა პოლიციამ ტურინის “იუვენტუსის” ტრანსფერების დროს განხორციელებული ფინანსური ოპერაციების შესწავლა დაიწყო, რომლებშიც, სავარაუდო კანონდარღვევები იკვეთება. ინფორმაციას Calcio Mercato ავრცელებს.
საქმეში “ბარსელონაც” ფიგურირებს – იმ 42 ტრანსფერს შორის, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობს, მირალემ პიანიჩისა და არტურის გაცვლაც მოხვდა, რომელიც 2019/20 წლების სეზონის წინ მოხდა.
ეს თემა აქტუალური ჟურნალისტ რომენ მოლინას მიერ საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე სკანდალური ცნობების გავრცელების შემდეგ გახდა და დიდი ალბათობით, სამართალდამცავების ინტერესიც სწორედ ამან გამოიწვია.
პიანიჩის ტრანსფერი ბოლო პერიოდში “ბარსასთვის” ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო. ბოსნიელი ნახევარმცველი კატალონიური გუნდის შემადგენლობას ვერ მოერგო და კლუბის იჯარით დატოვება მოუხდა.

ბართო ხომ ციხეშია? თუ გამოუშვეს???
აქ ბარსამანიაზეც კი უამრავი კითხვა გააჩინა მაგ გაცვლამ. ანიელი-ბართოს დუეტს ენძრევა.
ოპაა აქ იძაბება
რონალდოც საეჭვოდ დაითრიეს და საეჭვოდაც გაუშვეს 
იმედია არტურს დაგვიბრუნებენ და ბართოს ციხეში გაუშვებენ, ღმერთი ყველაფერს ხედავს.
ვფიქრობდი რო რაღაც რიგზე არიქნებოდა ეს ტრანსფერი რო განხორციელდა სერიოზული მაფიაა ამ საქმეში და მემგონი გაედება ბართუშას დდ
ერთმანეთისგან იყიდეს, განა ის, რომ გაცვლა დარქმეოდა თანხის დამატებით?!
ძალიან ცუდი სუნი უდიოდა ამ ტრანსფერს, შეუიარაღებელი თვალითაც რომ კარგად ჩანდა