Sport-ის ცნობით, იანვარში “ბარსელონა”, შეტევის გასაძლიერებლად, არტურ კაბრალის შეძენას გეგმავს – მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ბრაზლიელი ფეხბურთელის აგენტი, “ბარსას” ლეგენდა დეკუა. არტურის მოყვანა გუნდის სახელფასო ლიმიტსა და ბიუჯეტს ხელს არ შეუშლის, რაც მის ტრანსფერს რეალურს ხდის.
კატალონიური გამოცემის თანახმად, 23 წლის მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 15-20 მილიონ ევროს შეადგენს.
კაბრალს, რომელიც ამჟამად “ბაზელში” ასპარეზობს, შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ერთად, 24 მატჩში 23 გოლია. ბრაზილიელი ევროპაში 2020 წლიდან თამაშობს, მანამდე კი მშობლიურ “პალმეირასში” გამოდიოდა.
გთავაზობთ არტურის თამაშის ამსახველ კადრებს:

სწორი მიდგომაა. ახალგაზრდა, ნაკლებად გაპიარებული თავდამსხმელი, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. საჯარიმომდე ბურთი სულ მიგვაქვს და არც ამისთვის მიწოდება იქნება პრობლემა. 'ვარსკვლავებში' ყველა მილიონის გადახდამ ვნახეთ სადამდეც მიგვიყვანა და ამის ცდა ღირს ჩემი აზრით. ვნახოთ რაიქნება.
ვიდეოში რაც ვნახე მშვენიერი მოძრავი ძლიერი 9 ნომერია ამ გაჭირვებაში დაბალი ხელფასით გამოგვადგება 23 წლისა 24 თამასში 23 გოლი არ არის ცუდი…
nikusha,
ხო კარგად ჟღერს მაგრამ გააკეთებენ მაგას ნეტა?😒იმედია კი
ერთი ჩვეულებრივი ჭ კლასის ფორვარდი რომელიც დგას საჯარიმოში და ელოდება როდის მიუგორებენ ბურთს
ერთი კაი უფასო მცველი უნდა დავითრიოთ უეჭველი რუდიგერი ხდება თავისუფალი აგენტი ან კრისტესტენი და მაგ ორიდან ერთი მაინც რომ დავითრიოთ არ იქნება ურიგო
შემტევები გვჭირდება თან არაერთი: ოლმო, + პულიშიჩი/ზიეჩი/ანტონი/კომანი – დან ერთერთი და აუცილებლად ადეიემი ნუ ჰოლანდიც შეიძლება მაგრამ ადეიეიმი მირჩევნია მე. ანარადა გარემარბებს თუ ვერ დავიმატებთ ოლმოს გარდა (დანი აუცილებელია) მაშინ შესაძლებელია ელზაზურის და აკომაჩის დაწინაურება.
ჩავიმ ნახ.მცველები არ მჭირდებაო და ამიტომ დარჩება ისინი ვინც არიან. დაწინაურდება ოფიციალურად გავი და ნიკო. + ორელიანა
გასაშვებია: პუჩი, პიანიჩი, ნეტუ, კოუტინიო, ლენგლე, ლ.დე იონგი, უმტიტი, მანაი ნუ შეიძლება ბრაითას და დესტის გაშვებაც.
შემადგენლობა გამოდის ასეთი:
მეკარე: ტერ შტეგენი, პენია, ტენასი
მცველები: ალვეში (დასატოვებელია 1 წლით), დესტი (?), პიკე, არაუხო, მინგესა, კრისტესტენი/რუდიგერი, გარსია, ალბა, ბალდე.
ნახ მცველები: ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, ნიკო, გავი, რობერტო, ორელიანა
თავდასხმა: დემბელე, მემფისი, ანსუ ფატი, დემირი, ბრაითვაიტი (?), ტრინკაო, კოლიადო, ელზაზური, აკომაჩი, ოლმო, ადეიემი.
იჯარით მოგვცენ
არ წერია უცხოურ წყაროებში გარკვევით ეგ, მაგრამ, ალბათ, ძაან დაბალი ხელფასი ექნება.
ძალიან კარგი, მაგრამ ამ არტურის მოყვანა გუნდის სახელფასო ლიმიტსა და ბიუჯეტს ხელს რატომ არ შეუშლის? სხვები თუ უშლიან.