TV3-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ორ ტრანსფერზე იმუშავებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიელები ქარიმ ადეიემითა და დენის ზაქარიათი ინტერესდებიან. ეს უკანასკნელი საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. რაც შეეხება ადეიემის, 19 წლის მოთამაშე, რომელიც ამჟამად “ზალცბურგში” ასპარეზობს, ამპლუით შემტევია.
ცნობისთვის, ამ ფეხბურთელების გარდა “ბარსას” ჰაკიმ ზიეჩს, რაჰიმ სტერლინგსა და დანი ოლმოსაც უკავშირებენ.

რამდენი ჭორი გაიჩითება ჯერ სად ვართ
ეუფ ეგ რა თქვი, დავღუპულვართ და ეგაა🤣
ამ დენის ზაქარიათი რო რეალიც დაინტერესდა და როგორც ჰალაზე იწერება ""პერესმა საქმე დაიწყო" რა ვქნათ?