დღეს “კამპ ნოუზე” შედგა დანი ალვესის პრეზენტაცია, რომელიც კატალონიურმა გრანდმა ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ბრაზილიელის ასაკის გათვალისწინებით, ქომაგთა გარკვეული ნაწილისთვის ჩავის გადაწყვეტილება და ვეტერანი მარჯვენა მცველის დაბრუნება სიურპრიზი აღმოჩნდა. ამასთან, ის იანვრამდე ვერ ითამაშებს, რაც ასევე კითხვებს აჩენს.
მიუხედავად ამისა, Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელი ყველაზე მეტად გასახდელ ოთახზე ზეგავლენის მოსახდენად დაბრუნდა – ჩავის მიაჩნია, რომ მისი გამოცდილება და იუმორი გუნდზე დადებითად იმოქმედებს.
აგრეთვე, აშკარაა, რომ ალვესი ახლაც შესანიშნავ ფორმაშია და “ბარსას” დახმარება მოედანზეც შეუძლია. ამ ყველაფრის შედეგად, ცხადია, რომ დანის დაბრუნება პოზიტიური ამბავია, რასაც გულშემატკივართა დიდი ნაწილიც ეთანხმება.

ეს იბრასთან შედარებით ვერცხლისწყალივითაა, იბრა ვნახეთ რაცაა სულ ახლახანს.
იბრა ამაზე უფროსია და ნაკრებშიც კი დააბრუნეს. დანი იბრაზე უფრო ენერგიული ჩანს და უკეთ გაართმევს თავს, თავის საქმეს ამაში დარწმუნებული ვარ.
ეხლა უეჭველი გაივსება კამპ ნოუ