workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი ჩავიზე: დარწმუნებული ვარ, რაღაც განსაკუთრებულს შევქმნით

ფრენკი დე იონგი ჩავიზე: დარწმუნებული ვარ, რაღაც განსაკუთრებულს შევქმნით

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან გამართული მატჩის (2-0) შემდეგ, კატალონიელთა ახალ მთავარ მწვრთნელზე საუბრობს:

დარწმუნებული ვარ, ჩავისთან ერთად რაღაც განსაკუთრებულს შევქმნით. გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა, ტრავმირებულები კი მალე გამოჯანმრთელდებიან.
მუნდიალის საგზურის მოპოვების შემდეგ, “ბარსაში” ძალიან კარგი განწყობით ვბრუნდები.

ნიდერლანდელი “ბლაუგრანაში” 2019 წლიდან ასპარეზობს, რა დროის განმავლობაშიც მან 3 მწვრთნელთან (ერნესტო ვალვერდე, კიკე სეტიენი, რონალდ კუმანი) იმუშავა, ახლა კი მას ჩავი ერნანდესი გაწვრთნის.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” 24 წლის შუახაზელის გაყიდვის ვარიანტს განიხილავენ, თუმცა, თავად ფეხბურთელის განცხადებით, ის კატალონიაში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 22:32
    #4

    ჩავიში ეჭვი არ მეპარება, აი კუმანი ლეშივით იდო ვერ გაიგებდით რა უნდოდა, მოსწონდა თუ არ მოსწონდა თამაში. მოკლედ მაყურებელივით იყო.

  • alen halilovic
    schedule 17 ნოე 2021, 23:48
    #3

    რაღაც იმ სიტუაციას გავს, გუარდიოლას დანიშვნის დროს ხავი რო ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. იმედია მალე ვნახავთ ნამდვილ დე იონგს, უნდა გაილაღოს

  • Albicelecte
    schedule 17 ნოე 2021, 23:12
    #2

    ჩავი ბიძია არ გამყიდოო?!?!?!?!
    ერთი კაი კლიენტი ვიცი, ჩავი ნებისმიერ დროს რომ გადაურეკავს, ისეთი, ერთი არ გითამაშია და….

  • La Pulga10
    schedule 17 ნოე 2021, 22:45
    #1

    მოხოდავს ამას ჩავი,აგე ნახეთ მინსტრად აქცევს