workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფრანგეთმა მეტოქე 8 ბურთით დაამარცხა და მუნდიალზე თამაში გაინაღდა

საფრანგეთმა მეტოქე 8 ბურთით დაამარცხა და მუნდიალზე თამაში გაინაღდა

მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გუშინდელ შეხვედრებში ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის გარდა მონაწილეობა “ბარსელონას” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, კლემან ლანგლემ მიიღო. საფრანგეთის ნაკრებმა “პარკ დე პრენსზე” ყაზახეთს უმასპინძლა. 

ლანგლე მოედანზე მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ლუკა ერნანდესის ნაცვლად გავიდა, როცა მისი გუნდი უკვე კოლოსალური სხვაობით იგებდა. 

ფრანგებმა პირველი ნახევარი კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქით (6′, 12′, 32′) მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ბენზემამ დუბლი შეასრულა (55′, 59′), რის შემდეგაც გოლები ადრიან რაბიომ (75′) და “ბარსადან” იჯარით “ატლეტიკოში” მოთამაშე ანტუან გრიზმანმაც (84-ე წუთზე პენალტით) გაიტანეს, 87-ე წუთზე კი მბაპემ პოკერი გაიფორმა. საფრანგეთმა შეხვედრა 8-0 მოიგო. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=X2pYIZzGW6w]

შედეგად, დიდიე დეშამის გუნდს ბოლო ტურის წინ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე გარანტირებული აქვს. უმოტივაციო საფრანგეთი 16 ნოემბერს ფინეთს დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში ადგილის მოპოვებისთვის კონკურენციას უკრაინას უწევს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2021, 16:52

    ციტატა: La Pulga10
    ნეტა არ გვეხატოს ლენგლეც და საფრანგეთიც


    მითუმეტეს მბაპეც. უნაგლესი ახალგაზრდა. ამის ადგილი რეალშია ეგება დაჭამონ ერთმანეთი ამან და ვინიციუსმა. რა თაობა მოდის არც მეგობრობა არც გუნდურობა. ახალგაზრდა მესი გაიხსენეთ ინტერვიუს მიცემა რო ერიდებოდა ხოლმე. აფსუს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 ნოე 2021, 15:55

    დიდი ამბავი, ნახეს ჭ კლასის გუნდი და ამოტენეს, არადა ბოსნიასაც კი ვერ მოუგეს, აგებდნენ მაგრამ ძაან გაუმართლეთ, ამ ნაკრებში იმდენი ეგოა რომ დეშამპი მაგათ ვერ მოთოკავს, და მგონია რომ ტრადიცია გაგრძელდება და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩებიან ისევ, 1998 წლიდან მოყოლებული ეგრეა და ახლა რატო შეიცვლება

  • La Pulga10
    schedule 14 ნოე 2021, 12:58

    ნეტა არ გვეხატოს ლენგლეც და საფრანგეთიც