“ბარსელონას” ფეხბურთელები, მემფის დეპაი და ფრენკი დე იონგი მონტენეგროს წინააღმდეგ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ.
G ჯგუფში, 8 მატჩის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრები 19 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მონტენეგრო 11 ქულით მეოთხე ადგილზეა და დღევანდელ მატჩში ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების შეხვედრაში პოზიციის შეცვლა არ ემუქრება, “ნარინჯისფრებს” კი ლიდერობის გამყარება შეუძლიათ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და SilkSport.ge შემოგთავაზებთ.




ეჰ ძმაო ნეტავ დე იონგის დონისთვის მიეღწიათ ან დემბელეს ან კოუტინიოს(ლანგლე-უმტიტზე აღარაფერს ვამბობ) და ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.
დეიონგის იმედი მქონდა აი ისეთი რო არვიცი, მაგრამ თითქოს ვერ განვითარდა….როგორიც მოვიდა ეგეთი დარჩა… ან მე ვარ უვიცი რავიცი…