workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” სამი მოქმედი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. საუბარია უსმან დემბელეზე, გავისა და სერჟი რობერტოზე. სამივე შემთხვევაში მოლაპარაკებების მხოლოდ დასკვნითი ფაზაა დარჩენილი. 

ამ ეტაპისთვის ყველაზე გაურკვეველი მდგომარეობა დემბელესთან დაკავშირებითაა. “ბარსამ” ფრანგ ფორვარდს უკვე შესთავაზა ყველაფერი, რაც შეეძლო – პირობები აღარ შეიცვლება, ჯერი კი უსმანზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, კლუბში დარჩენა სურს თუ სხვა შემოთავაზებებს დაელოდება. 

რობერტოსთან მოლაპარაკებები ერთთვიანი პაუზის შემდეგ მომდევნო კვირაში განახლდება. “ბარსელონას” ბოლო ინიციატივა შემდეგი 2 წლის განმავლობაში ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას ითვალისწინებდა, 29 წლის ნახევარმცველმა კი ასეთ დათმობაზე წასვლა არ ისურვა. შედეგად, თითქმის გადაწყდა, რომ კლუბისა და ფეხბურთელის გზები სეზონის ბოლოს გაიყოფოდა, მაგრამ “ბარსელონაში” ჩავი ერნანდესის მოსვლის შემდეგ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიგეგმა, ამან კი, შესაძლოა, განსხვავებულ შედეგამდე მიგვიყვანოს.

რაც შეეხება გავის, აქ სიტუაცია ყველაზე მარტივადაა. “ბარსა” 17 წლის ანდალუსიელთან, რომელიც პირველ გუნდში ოფიციალურად ჯერ არ დაწინაურებულა, შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე ვარაუდობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2021, 19:40

    ეს რობერტო უკვე ნერვებს მიშლის. გააგდონ ეს უტვინო და გაუმაძღარი. არ არის ეს ბარსელონას ღირსი.

  • Iniesta_8
    schedule 13 ნოე 2021, 14:38

    დემბელეს იმედი დედამისს აღარააქ მგონი და ამხელა კლუბი მაგის იმედზე როგორაა? რამდენჯერ დაამტკიცა დემბელემ რომ არაა ბარსელონაში თამაშის ღირსი და ესენი მაინც უძვრებიან. არაპროფესიონალი ჩამოუყალიბებელი უქნარაა და არასდროს შეიცვლება.

  • Barca_MNS
    schedule 13 ნოე 2021, 14:33

    ეს მოხოდოს მარჯვნიდან ხავიმ მარცხნივ ფატიმ შეუბეროს და არ გავკარით მბაპეში გადახდილ მილიონებს? მარა ეჰ დემბელე დემბელე … ერთადერთი ის მანუგეშებს, რომ 24 წლისაა მხოლოდ

  • ferreira10
    schedule 13 ნოე 2021, 14:25

    კარგი ტალანტია იმედია ადაპტაციას გაივლის მალე ))))

  • La Pulga10
    schedule 13 ნოე 2021, 14:22

    დემბელე კაი უფასოდ არ უნდა გაუშვან,თან ჩავის სჭირდება,გავიზე საუბარიც ზედმეტია ძაან ნიჭიერია და დიდ ფეხბურთს ითამაშებს ჩავის ხელშ.აი რობერტო რა ჩემს ფეხებად უნდათ?მაგას ჯობია არაუხოს და ნიკოს კონტრაქტებს მიხედონ.