უახლოეს მომავალში “ბარსელონას” განაპირა თავდამსხმელით გაძლიერება გუნდის ახალი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი მთავარი სურვილია.
ამ დროისთვის ყველაზე გამოკვეთილი რაჰიმ სტერლინგის კანდიდატურაა. “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ბოლო დროს მოედანზე სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს, ინგლისური კლუბი კი, როგორც გუშინ დაიწერა, 26 წლის ფეხბურთელის დათმობისთვის მზადაა.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, სტერლინგს “სიტიდან” წასვლა თავადაც სურს და თვლის, რომ “ბარსას” სამომავლო პროექტი საკმაოდ მაცდურად გამოიყურება. ინგლისელი შემტევი მიიჩნევს, რომ მანჩესტერში სტაგნაციას განიცდის და მისთვის უმჯობესი იქნება, თუ კარიერას ახალ ლიგაში და ახალ კლუბში გააგრძელებს.
სტერლინგის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 50-55 მილიონი ევროა.

თუ გაგვიცვლიან დემბელეში სამუდამოდ დავისვენებთ.
ეს დემბელეს ალტერნატივაა. უსმანა თუ გაახანგრძლივებს, მგონია ამაზე აღარც იფიქრებენ 🙄🤷♂️
ევრო თუ ფუნტი?!
მე როგორც ვიცი ფუნტია და ეს უფრო მეტია
ტვინი აკლია ცოტა, იქნებ ხავიმ მოუგვაროს 😀
ისე ამაზე მაგარ გამქცევს ჩვენ ვერ ვიყიდით იჯარა იდეალური იქნებოდა