ჩავი ერნანდესს სურს, “ბარსელონას” თავისი სტილი დაუბრუნოს, რომელიც კლუბმა ბოლო წლებში დაკარგა.
Culemania-ს ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტს სერხიო ბუსკეტსთან და ფრენკი დე იონგთან დაკავშირებით განსაკუთრებული გეგმები აქვს.
წყაროს ცნობით, მთავარი მიზანი ტიკი-ტაკას დაბრუნებით ბუსის პერფორმანსის გაუმჯობესება იქნება. აშკარაა, რომ ვეტერანი ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრებში უკეთესად ასპარეზობს, რასაც სწორედ სათამაშო სტილი განაპირობებს. როგორც ჩანს, ჩავის სჯერა, რომ თავის ყოფილ თანაგუნდელს კარიერის კარგი წლები ჯერ კიდევ წინ აქვს.
რაც შეეხება დე იონგს, ერნანდესს სურს, ნიდერლანდელს მოედანზე მეტი პასუხისმგებლობა დააკისროს. ბოლო პერიოდში მისი თამაში არცთუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა, ისიც ითქვა, რომ 24 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე მატჩში მონაწილეობა ტრავმით მიიღო.

მე მგონი დე იონგზე ვერ ვიტყვით, რომ ცუდად თამაშობს, მაგრამ ჩავი რო უკეთესად გამოიყენებს ვიდრე მისი "ზემლიაკი" იყენებდა ცხადია.
ვიცით ჩავის ასაკი
წარმოშობაც?
აქაც 41 წლის სპეციალისტი.
ვიცით ჩავის ასაკი
დააყენეთ ეს ბიჭი საყრდენზე
როგორ მაინტერესებს რა ტაკტიკას აირჩევს ამბობენ 3-2-2-3 (3-4-3) იქნებაო მაგრამ ოპტიმალური შემადგენლობა ძაან საინტერესო იქნება.მე ამათ ვათამაშებიდ
———ტერ შტეგენი—–
—არაუხო—–უმტიტი—-გარსია
————-დე იონგი————–
——პედრი————გავი——–
—————-კოუტინიო———–
—დემბელე—–აგუერო——ფატი