ჩავი ერნანდესის დაბრუნებას “ბარსელონას” გულშემატკივრები დიდი სიხარულით შეხვდნენ და ეს განწყობა კლუბის სოციალურ ქსელებშიც აისახა.
“ბარსელონას” ციფრულ პლატფორმებზე “მაესტროს” დაბრუნებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ყველაზე პოპულარული გამოდგა ფოტოსურათი, რომელზეც ჩავი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგშია გამოსახული – მან Twitter-ზე (18.5 მილიონი), Facebook-სა (17 მილიონი) და Instagram-ზე (14.5) ჯამში 50 მილიონი ნახვა დააგროვა.
𝑀𝑖𝑠𝑡𝑒𝑟 X6VI pic.twitter.com/r7Z4Y4fB0L
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 6, 2021
Intagram-ზე ე.წ. reel ფორმატში გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა 40 მილიონ ნახვას უწია, ჯამში ჩავის დაბრუნებასთან დაკავშირებულ პოსტებს ინსტაგრამზე 60 მილიონი ნახვა ჰქონდა.
პოპულარულ სოციალურ ქსელ TikTok-ზე ჩავის “კამპ ნოუზე” წარდგენის ვიდეომ პირველ 48 საათი 16 მილიონი ნახვა დააგროვა.
YouTube-ზე მის პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში თვალი მილიონმა ადამიანმა მიადევნა, ხოლო ბარსელონაში ჩაფრენის, პრეზენტაციის დეტალებისა და პირველი ვარჯიშის ვიდეოებმა ჯამში 6 მილიონი ნახვა შეადგინა..
“მაესტროს” დანიშვნის შესახებ Twitter-ზე გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამ კლუბის სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ჩართულობა 4.5-ჯერ გაზარდა. აქამდე ამხელა გამოხმაურება მხოლოდ ლიონელ მესის წასვლას მოჰყვა.

ფაქტიურად სტუდია იყო მოწყობილი კამპ ნოუს ერთ სართულზე, იქ ფანერკის ყველა ფეხბურთელი ეწყოთ. ისე ხანდახან რო დავხედავ მართლა მგონია რო მესია.
ესე გადახვეული მეცა მაქვს სურათი მესისთან გადაღებული კამპ ნოუზე. პროსტა ლეო ფანერკისა იყო და სურათი 10 ევრო დამიჯდა.