RAC1-ის ინფორმაციით, ალექს კოლიადო იანვარში “ბარსელონას” იჯარით დატოვებს.
როგორც ცნობილია, არსებული წესების მიხედვით, კლუბს არ აქვს უფლება, ერთ სეზონში, ის ფეხბურთელი დაარეგისტრიროს, რომელიც მანამდე არ დაარეგისტრირა. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში ესპანელი მოთამაშე “ბარსას” რიგებში ვერ ითამაშებს, ამჟამად კი მას ტრიბუნებზე უქმად ყოფნა უწევს.
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 22 წლის შემტევს “შეფილდ იუნაიტედსა” და “ბრიუგეს” უკავშირებდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.


მოკლედ ეს ტებასია დასახვრეტი.
ვახ თან იმდენი კაცი გვყავს მარჯვნივ რომ რაღად გვინდავეს🤦♂️
სულ რომ არაფერი გაეფუჭებინა , კუმანი მარტო იმიტომ იყო გასაგდები , რაც კოლიადოს გაუკეთა . არანაირ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება , ის რაც ამ ბიჭს გაუკეთეს , შეიძლება არ მოგწონდეს , ვერ ხედავდე მის ადგილს გუნდში , თუმცა ჰაერში დატოვო და გაწირო მთელი წელი უსაქმურობისათვის , მაგას კი ვიცით რაც ქვია .