Diario AS-ის ინფორმაციით, სერხიო აგუეროს ტრავმის გამო, “ბარსელონა”, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის, კატალონიური გრანდი სედრიკ ბაკამბუს ვარიანტს განიხილავს, რომელსაც “ბეიჯინგ გოანთან” კონტრაქტი 1 იანვარს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ კლუბს მისი უფასოდ დამატება შეეძლება.
30 წლის კონგოელ შემტევს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს – 2015/18 წლებში იგი “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ჩინეთში გადაბარგდა.

ეს თითქმის გადმოსული იყო ბარსაში, საწყალს გზაში მისწერეს რო აღარ აინტერესბდათ მასთან კონტრაქტი. ამანაც ფეისბუკზე დაწერა: ტრანსფერმარკეტ! ჩემზე დაწერე თითქმის ბარსელონელიო.
საიდან პოულობენ ამ მივიწყებულ ფეხბურთელებს , 😁😁 ბაკამბუ არა იქნებ ჰალკი ან ფალკაო მოიყვანონ 🤦♂️🤦♂️
ეს ტინკი ვინკი ვინაა? ჩავი ვისაც მოითხოვს ის მოუყვანონ და სხვა ხალხში უაზროდ ფული არ ფლანგონ
მაგარია გაუხარდება ჩავის 😀 ალსაიდიდანაც ჩამოუყვანონ ერთი 11 ფეხბურთელი კონტრაქტები რო დაუმთავრდებათ და მთლად ბედნიერი იქნება :))