როგორც იცით, “ბარსელონასა” და “ალ სადის” წარმომადგენლებს შორის გუშინ გამართულმა შეხვედრამ, ჯერჯერობით, შედეგი ვერ გამოიღო.
“ბარსელონა” ძალიან მადლიერია ჩავისა და მისი სამწვრთნელო შტაბის, რომლებიც კლუბის გასაწვრთნელად ძალიან დიდ ფინანსურ დანაკარგს დათანხმდნენ. ეს კატალონიელებისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი დახმარებაა.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, დღეს ჩავი “ალ სადის” შეიხს თავად შეხვდება, რათა რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ყატარულ კლუბთან შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დროის საკითხია, ჩავის სურს, რომ ბარსელონაში ხვალ დილით გაფრინდეს.

ისევ ის ბაზარი, უშვებენ უფასოდ, მაგრამ ტვინი უკვე გაბურღეს. თუ ეს ჩვენი მწერლების მოგონილი რიგითი "ნიუსი" არ არის.
შეიხჯან, ნუ გვაწვალებთ რა…
ველქააამ მისტერ.
ლეგენდა ბრუნდება სახლში
მოდიიი რაააა მოდიიიიიიიი