ედუ პოლოს ინფორმაციით, ჩავის, “ბარსელონას” წარმომადგენლებსა და “ალ სადის” მესვეურებს შორის გამართული შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება და შეთანხმება ნამდვილად შედგება.
როგორც პოლო იტყობინება, 41 წლის სპეციალისტის გამოსასყიდი თანხა 5 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც “ბარსას” არ სურს. თუმცა, შესაძლოა, კატალონიელებმა თანხის ნაწილი გადაიხადონ და ყატარულ კლუბთან ამხანაგურ მატჩზე მოილაპარაკონ.
უკვე ყველაფერი ნათელია: “ბარსელონას” ჩავის დანიშვნა სურს, ჩავის კი – “ბარსელონაში” დაბრუნება.
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” იციან, რომ “ალ სადი” საკუთარ თამაშს თამაშობს, მაგრამ ამით ერნანდესს ოცნების ახდენაში ხელს ვერ შეუშლიან.
ჟორდი გრაუს მტკიცებით, გასარკვევი მხოლოდ ისაა, ჩავი გუნდს უფასოდ დატოვებს თუ არა – ხვალ შეთავაზებას შეიხ ჯასიმს გაუკეთებენ, რომელიც სწორედ ამ საკითხს გადაწყვეტს.
COPE-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” წარმომადგენლები – მატეუ ალემანი და რაფაელ იუსტე უკვე სასტუმროში იმყოფებიან.




ძალიან ცუდი შედარებაა ცოლის თხოვნა, აქ პირადად ლაპორტას არ უნდა ცოლი. ბარსა ჩავთვალოთ ოჯახია, ლაპორტა ოჯახის უფროსი. ყველა ტრანსფერზე ოჯახის უფროსი არ დარბის, ხან მოადგილეს გაუშვებს, ხან ტექნიკურ დირექტორს და ხან საჯინიბოს უფროსს. მე ლაპორტას ადვოკატი არ ვარ და ასჯერ მიგინებია, მაგრამ არა დაუმსახურებლად. შენ კი შანსს არ უშვებ ბარსა გააკრიტიკო, იმიტომ, რომ ბარსა არაა შენი, გადაცმული მადრიდისტა ხარ, ამას მეასად ვწერ.
ძალიან ცუდი კი არა 1-1 შია ჩემო მეგობარო კაცმა ტქვა პრეზიდენტი ჩამოვიდეს თუ უნდა მოლაპარაკებაო, რას ნიშნავს ცუდი შედარება, კაცი უნდა მივიდეს და ხელი თხოვოს მომავალ ცოლს და არა მეზობელს ათხოვინოს ხელი :დ აი ასეა აქაც ბორდის წევრი კი არ უნდა გაეშვა უნდა წასულიყო თვითონ აი ესაა სწორი და მართებული , და არა როგორც ლაპორტას აუცუნცულდება მასე მოიქცეს ეს არაბია და სიტყვის კაცია, გინდა ხავი ჩამოდიო არა და შენი დედაცო, სწორი იქნება რომ არ გამოუშვას, და შედარება ძალიან სწორია ტუ გინდა რამეს მიაღწიო და კარგად გამოვიდეს შენტიტონ უნდა გააკეტო ეგ საქმე და არა ვიღაცეებმა მითუმეტეს როცა შენი ბედი და გუნდის ბედი წყდება 😉
რისთვის არსებობენ მაშინ სხვადასხვა განყოფილებები, ტექ. დირექტორი და ასე შემდეგ, თუ ყველაფერზე პრეზიდენტმა ირბინა. თუ საჭიროა და საქმეს წაადგება, კი ბატონო წავიდეს და საქმე გააკეთოს. აქ სხვა რამეს გავუსვი მე ხაზი, რასაც შენ მერამდენედ თავი აარიდე.
ხო ისე შენი საყვარელი პრეზიდენტი თუ დარბის და ტრანსფერებს თვითონ თუ აგვარებს? თუ ის შენია და გინება ტეხავს?!
დავიღალეეეეთ!!!!
ძალიან ცუდი შედარებაა ცოლის თხოვნა, აქ პირადად ლაპორტას არ უნდა ცოლი. ბარსა ჩავთვალოთ ოჯახია, ლაპორტა ოჯახის უფროსი. ყველა ტრანსფერზე ოჯახის უფროსი არ დარბის, ხან მოადგილეს გაუშვებს, ხან ტექნიკურ დირექტორს და ხან საჯინიბოს უფროსს. მე ლაპორტას ადვოკატი არ ვარ და ასჯერ მიგინებია, მაგრამ არა დაუმსახურებლად. შენ კი შანსს არ უშვებ ბარსა გააკრიტიკო, იმიტომ, რომ ბარსა არაა შენი, გადაცმული მადრიდისტა ხარ, ამას მეასად ვწერ.
ნუ ა#რაკებენ ეს არაბები რა , ჩავის დაბრუნებაზე ამათთან ვაჭრობა რატომ გვიწევს რა უბედურებაა,
არაბების გულუხვობის იმედი არც მქონდა. მაგათთვის ფეხბურთი ბიზნესია და გასართობი, ელემენტარული პატივისცემა არა აქვთ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი ნახევარმცველი რომ მანდ ჩავიდა და თხის მწყემსებს კრუიფის ფილოსოფია ასწავლა
აუუ ამათმა კიდე რა ტვინი მოტ…ნეს.
მაინც ხო იციან რო წამოიყვანენ ბოლობოლო იმ 5 მილიონით და რას წელავენ ტყვილა,ან ხავის მიმართ რა უპატივცემულობაა წგ ისედაც გუნდი ყატარის ნ1 გუნდად აქცია და იმენა არ დაფასებაა ეს ყველსფერი.
ნუ ხვალ გაოფიციალურდება რა და იმედია მილიონების გარეშე)
ხვალამდე ჩავი❤️