დღეს “ბარსელონას” წარმომადგენლები დოჰაში გაფრინდნენ, რათა ჩავი ერნანდესის საკითხი საბოლოოდ მოაგვარონ.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ალ სადის” ხელმძღვანელებთან პირველმა შეხვედრამ ძალიან პოზიტიურად ჩაიარა – შესაძლოა, კატალონიურ გრანდს 41 წლის სპეციალისტის სანაცვლოდ არანაირი კომპენსაციის გადახდა არ მოუწიოს.
წყაროს ცნობით, გუნდები ერთმანეთს შორის მომავალში ამხანაგური მატჩის გამართვასთან დაკავშირებითაც მოილაპარაკებენ.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, რაფაელ იუსტე და მატეუ ალემანი ჩავის წარმომადგენლებს – არტურო კანალესსა და ფერნანდო სოლანასსაც შეხვდნენ, რომლებთანაც რამდენიმე დღის წინ სრული შეთანხმება შედგა.
კატალონიური გამოცემის თანახმად, ახლა საჭირო მხოლოდ ყატარული კლუბის თანხმობაა.
იმედი ვიქონიოთ რო შეიხები თავისი სიტყვის პატრონები არიან.
აუ ნეტა გაამართლოს და გუნდი ფეხზე დააყენოს🙏🏼
მთავარია ვარჯიშები დაამატოს და გუნდი ფიზიკურად მოხოდოს რაც თანამედროვე ფეხბურთში მთავარია.
დღეს დასეირნობს ყველა
კლუბი არაა ზუსტად თანახმა…ახლა ეწერათ…დიდ პატივს ვცემთ და გვიხარია ბარსას წარმომადგენლობა რომ ჩამოვიდა მაგრამ როგორც აქამდე ვთქვით კლუბს მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს და ჭირდება მწვრთნელი რომელსაც კონტრაქტი აკავშირებს და არ ვაპირებთ გაშვებასო…
ისე ტეხავს ჩავის დაბრუნებაზე ჩალიცი რომ გვიწევს ვიღაც შეიხებთან, რაც მთავარია მოვიდეს და რას დავეძებ