“ბარსელონას” ბანაკში პოზიტიური სიახლეა – უახლოეს დღეებში გუნდის ლაზარეთში ფეხბურთელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ანსუ ფატი, ფრენკი დე იონგი, უსმან დემბელე და სერჟი რობერტო კიევის “დინამოსთან” მატჩის განაცხადში მოხვდებიან.
ფატიმ, დე იონგმა და რობერტომ დაზიანებები რამდენიმე დღის წინ მიიღეს, რომლებიც, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა; რაც შეეხება დემბელეს, ფრანგი ზაფხულში დაშავდა და, 4 თვეზე მეტია, არ უთამაშია.
“ბარსელონა” კიევის “დინამოს” უკრაინაში 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება.




"ბარსელონას" ბანაკში პოზიტიური სიახლეა – უახლოეს დღეებში გუნდის ლაზარეთში ფეხბურთელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
ნამდვილად კარგი ამბავია, უკვე ვდარდობდი აგუეროს ადგილი თუ იყო ლაზარეთში. არადა რიგი სულ გვიდგას.
რობერტომ უნდა დაიწყოს ძირითადიდან ფრენკიმ მეორე ტაიმშში შემოვა ისევე როგორც ფატი და დემბელე.
ბუსკეტსი და გავის ერთი გამოცდილი კაცი სჭირდება ნახ დაცვაში და ეგ არის რობერტო თან შესაძლოა ნიკოც არ იყოს
პედრი როდის დაბრუნდება?
დემბელედან ერთი ხეირი ის არის, ყოველ გაცდენილი დღისთვის,უეფა ბარსას ფულს უხდის.
პირიქით, ფრენკი და ფატი ფიზიკურად არ იქნებიან ცუდ ფორმაში, დემბელეს კი 10 თამაში მაინც დასჭირდება მოედანზე 90 წუთის გასატარებლად.
ფრენკი არ ათამაშოს და ფატიც.დემბელეს თავში ქვა უხლია
ამ ფატიმ რა ტვინი წაიღო თავისი მუხლით.თან 6 წლიანი კონტრაქტი გაუშანშარეს
იმედია მოვიგებთ და გასვლის შანსები გაგვეზრდება