ცოტა ხნის წინ “ალ სადმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბოლოდროინდელი ცნობები უარყო და განაცხადა, რომ ჩავი სრულად ყატარულ კლუბზეა კონცენტრირებული.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუხედავად ამ გზავნილისა, ერნანდესი დღეს “ალ სადის” მესვეურებს შეხვდა – ისინი “ბარსას” ხელს არ შეუშლიან.
41 წლის სპეციალისტის გარემოცვის თანახმად, ყატარელებმა, უბრალოდ, გულშემატკივართათვის მიმართვა ამ ჟესტით გადაწყვიტეს.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, ჩავი “ალ სადს” 3 ნოემბერს დატოვებს და “ბლაუგრანა” თავკაცი გახდება.

წააგებინოს ეს ბოლო თამაშები და უპრობლემოდ გამოუშვებენ.