UEFA-მ საკლუბო რეიტინგი განაახლა და ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” ბოლო 5 წლის რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ორ რეიტინგს აწარმოებს – ქვეყნების ჩემპიონატებისა და კლუბების. ორივე შემთხვევაში მხედველობაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგები მიიღება. ამ რეიტინგის მიხედვით დგინდება, თუ რომელ ჩემპიონატს რამდენიმე წარმომადგენელი ეყოლება ევროტურნირებზე და რომელი გუნდი რომელ კალათში იქნება განთესილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში “ბარსელონა”, რბილად რომ ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ბრწყინავს, კატალონიელები საუკეთესო ესპანური გუნდის სტატუსს ინარჩუნებენ. 105 ქულით “ბარსა” საერთო ჩათვლაში მე-5 ადგილზეა და “ბაიერნს”, “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულსა” და “ჩელსის” ჩამორჩება.





სიმართლე ვთქვათ ბოლო წლებში ლა ლიგა მოწინავე პოზიციებს კარგავს. ეს აშკარად მიუთითებს ბარსას და რეალის დასუსტებას, ბარსას ბენფიკა უგებს, დინამოს ძლივს იგებთ,რეალი სულ გადაირია და შერიფთან და შახტიორთან უშანსოდ აგებს. როგორც ეტყობა ჩავარდნის ციკლი დაიწყო, თან მაგარი სირიკოზა პრეზიდენტი ყავს ლა ლიგას. წელს მესის გააშვებინებდა ბარსას!
რა ლოგიკით?
ესენი გვეკაიფებიან ? :დ კაი იუნაიტედს ვჯობივართ ბაზარი არაა, მაგრამ ჩელსი და ლივერპული 5 ეულში და ატლეტიკო ბოლოზე? :დდ
ერთი ჰალაზე იძაბებოდა, ბარსა გვიფუჭებს ევროკოეფიციენტსო და მომავალში 4 კი არა 3 გუნდით ვიქნებითო ალბათ ლიგაზე.
მაინტერესებს ეს სიახლე თუ დაიდება ჰალაზე, თუმცა იქ მარტო რეალის საქებარი ტექსტები იწერება.
2015 წლის შემდეგ წლიდან წლამდე რეგრესი გვქონდა და ახლა ამ დონეზე ვართ, ხოდა ვინ იცის თუ რამე არ შეიცვალა მომავალ 5 წელში რა მოხდება.. ერთი გამოსავალი არის ამის თავიდან ასარიდებლად , ყველაფრის შეცვლა.. ბართომეო აღარ არის მაგრამ არც ლაპორტა წყვეტს ვარსკვლავებს, მწვრთნელის პრობლემაც გვაქვს და გარკვეულ პოზიციებზე ჩავარდნაც მაგ: მარჰვენა მცველი წესიერი ვერ დავითრიეთ და ამ დესტის და მინგეზას იმედი არ მაქვს,მარჯვენა ფორვარდის პრობლემაც არი ასევე, აქ გვყავს დემბელე, 18 წლის დემირი და ჰაერში გამოკიდებული კოლიადო, ასევე ცენტრალური დაცვა, იმედია არაუხო ძაან არ გაწამდება ტრამვებით და გარსიას იმედი არ მაქვს, ტრამვებს რაც შეეხება რაც ერთ ერთი უდიდესი პრობლემაა გუნდში ამასაც გადაჭრა სჭირდება ფიზ მომზადების და სამედიცინო პერსონალის შეცვლით(გაუმჯობესებით) მოკლედ ახალი გუნდის შენება მარტივი არაა და აქაც უამრავი პრობლემაა მაგრამ თუ არ უნდათ რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო უფსკრულში არ გადავეშვათ უნდა იმექმედონ visća barća