workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟ გნაბრი: დემბელე მბაპეზე ბევრად უკეთესია

სერჟ გნაბრი: დემბელე მბაპეზე ბევრად უკეთესია

გერმანული Bild “ბაიერნის” ახალი დოკუმენტური ფილმიდან გვთავაზობს ნაწყვეტს, რომელშიც მიუნხენური გუნდის ფეხბურთელები “ბარსელონას” თავდამსხმელზე, უსმან დემბელეზე საუბრობენ.

“დემბელე მბაპეზე ბევრად უკეთესია”, – განაცხადა გნაბრიმ.

გნაბრიმ ეს სიტყვები თანაგუნდელებთან, ჯოშუა კიმიხთან და ტომას მიულერთან წარმოთქვა, ამ უკნასკნელმა კი უპასუხა: “რას გულისხმობ უკეთესში? დემბელეს მსგავსი დრიბლინგი რომ მქონდეს, მეც უკეთესი ვიქნებოდი.”

კიმიხმა კინგსლი კომანსა და გნაბრის მიუგო: “მე რომ მკითხოთ, დემბელე თუ ერთ-ერთი თქვენგანი, ყოველთვის თქვენ აგირჩევთ. დემბელეზე კამათი მაღიზიანებს!”

საინტერესოა, გნაბრის მტკიცება მხოლოდ დრიბლინგს ეხება თუ ზოგადად საფეხბურთო თვისებებს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დემბელეს განვითარებაში, უმეტესწილად, ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 26 ოქტ 2021, 19:56

    ტრავმებმა და თავის უტვინობამაც.

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 ოქტ 2021, 16:40

    დემბელეს სათამაშო ინტელექტი აქვს 0 და ამას დაამატე ძალიან ხშირად იტრამვება, მბაპე მაგაზე სწრაფიცაა და ტექნიკურიც, ხოდა ვერ გავიგე რა ლოგიკას აწვება ეს ჩემისა, მგონი გვეკაიფებიან

  • M10 S9 D11
    schedule 26 ოქტ 2021, 13:39

    ცალტვინა და ხრუსტალი რო არ გამომდგარიყო შეძლებდა მადალ დონეზე თამაშს დემბელე

  • La Pulga10
    schedule 26 ოქტ 2021, 13:29

    გნაბრინ გაიღადავა,ვერ დაუმუღამეს იმათმა.

  • Visca el barca
    schedule 26 ოქტ 2021, 12:43

    ციტატა: Don_Andresito
    ტრავმებმა და მაიმუნის ინტელექტმა. ამაზე მეტი მაინც ვერ იქნებოდა. გვყავდა 1 წელი იტრავმოდ და რა მოგვცა? 3 თუ 4 გოლი სეზონში და 3 ჯერ მეტი ჩაგდებული თამაში


    ჰქონდა კიდე რაღაც პერიოდი 3 თუ 4 თამაში მისი გატანილი გოლებით მოვიგეთ თამაშები, ატლეტიკოსთან იყო ერთ-ერთი როგორც მახსოვს

  • Iniesta_8
    schedule 26 ოქტ 2021, 12:43

    ღადაობენ ესენი. დასცინიან სლემბელეს. დემბელე ინაკი ვილიამსსაც ვერ ჯობია, ტრავმების გარეშეც.

  • Don_Andresito
    schedule 26 ოქტ 2021, 12:30

    ტრავმებმა და მაიმუნის ინტელექტმა. ამაზე მეტი მაინც ვერ იქნებოდა. გვყავდა 1 წელი იტრავმოდ და რა მოგვცა? 3 თუ 4 გოლი სეზონში და 3 ჯერ მეტი ჩაგდებული თამაში