workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ოლმოს იანვარში შეძენა რთული იქნება

დანი ოლმოს იანვარში შეძენა რთული იქნება

“ბარსელონა” ახლო მომავალში თავდამსხმელით გაძლიერებას აპირებს, კლუბის ხელმძღვანელების ფავორიტი კი დანი ოლმოა, რომელიც ამჟამად “ლაიფციგში” თამაშობს. 

კატალონიელებს სურთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე დაიმატონ, თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეს ადვილი არ იქნება. გერმანული კლუბი არ აპირებს, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს იანვარში შეელიოს და თუ “ბარსა” ამას მაინც მოინდომებს, შეთანხმება 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შედგება. 

როგორც იცით, ოლმო “ბარსას” აკადემიის აღზრდილია. მან ახალგაზრდულ გუნდში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გაბედული ნაბიჯი გადადგა და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ხორვატიაში გადაბარგდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანიმ გამოწვევას თავი კარგად გაართვა, რადგან ამ სეზონში მისი დაბრუნება “ბლაუგრანას” პრიორიტეტია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 23 ოქტ 2021, 19:13

    ვაფშე არაფერში გვჭირდება ეს

  • nika 54
    schedule 23 ოქტ 2021, 19:08

    იმ 60 მილიონს 15-იც დაამატონ და ჰოლანდი მოიყვანონ. მინიმუმ ისაკი ეგ ჰოლანდის მსუბუქი ვარიანტია.

  • El pistolero 9
    schedule 23 ოქტ 2021, 17:10

    დემბელე რომ წავა ცაცია ვინგერის საჭიროება გაჩნდება და აიაქსის ანტონიზე იჩალიჩონ უმაგრესი ბიჭია. იმედია კუმანი დესტს არ უპირებს გავინგერებას. მარჯვენა ვინგერი და მემარჯვენე რავიცი…

  • Don_Andresito
    schedule 23 ოქტ 2021, 14:51

    საჭიროებაც არაა სხვა პოზიციებზე უფრო გვიჭირს.