ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვესმა კატალონიურ გრანდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მარჯვენა მცველი გუნდს ხასიათს შემატებს და თანაც, დაბალ ხელფასზეც თანახმაა, კლუბში მის შესაძლო დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, “ბარსას” მესვეურები ფიქრობენ, რომ 38 წლის მოთამაშე სერჟინიო დესტისა და ოსკარ მინგესას პროგრესს შეაფერხებს, კლუბს კი სურს, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალური სათამაშო დრო მიიღონ.
ლეგენდარული ბრაზილიელი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ის “ბლაუგრანაში” 2008/16 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც 391 მატჩში თავი 21 გოლითა და 101 ასისტით გამოიჩინა.

"ბარსას" მესვეურები ფიქრობენ, რომ 38 წლის მოთამაშე სერჟინიო დესტისა და ოსკარ მინგესას პროგრესს შეაფერხებს.
და რატომ შეაფერხებს? ამან რა ძირითადში მინდა უსიკვდილოთო თუ რა ხდება? აბა ის ჯობია მცველი რო გვემტვრევა და ცენტრიდან ხან ბუსკეტს ხან ფრენკის რო ხევს ხოლმე დაცვის ცენტრში?
დესტისთვის ეს კუმირია და არამგონია ამასთან ერთად თამაშმა ავნოს
პროგრესს შეაფერხებს კი არა პირიქით.დესტი საკუთარ კუმირთან ერთად ივარჯიშებს და გაგიგებს,როგორ გამოიყენოს პოტენციალი.