workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ტერ შტეგენს ენდობა, თუმცა, კონკურენციის გაზრდა სურს

ბარსელონა ტერ შტეგენს ენდობა, თუმცა, კონკურენციის გაზრდა სურს

ბოლო პერიოდში, “ბარსელონას” ძირითადი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით აქტიურად დაიწერა.

მიუხედავად ამისა, Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი გერმანელ ფეხბურთელს, რომლის კონტრაქტიც 2025 წლამდეა ძალაში, სრულად ენდობა. თუმცა, გუნდში, ხსენებულ პოზიციაზე კონკურენციის გაზრდას გეგმავენ.

ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, ამისთვის, “ლურჯ-ბროწეულისფერები”, “გრანადას” 22 წლის კარის დარაჯის, ლუიშ მაშიმიანუს კანდიდატურას განიხილავენ.

კლუბში მიიჩნევენ, რომ მარკი უხეშ შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ არც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ერთ დროს “ბარსას” სწორედ ტერ შტეგენი და ლეო მესი ლიდერობდნენ, ახლა კი გერმანელი კარგად ვერ გამოიყურება, არგენტინელი კი გუნდიდან წავიდა.

“ბლაუგრანას” ტერ შტეგენის საუკეთესო ვერსია სჭირდება, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ბოლო წლებში მას კარგი შედეგები არ აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2021, 19:21

    ფაქტია ნოიერი ვერ არის.

  • El pistolero 9
    schedule 15 ოქტ 2021, 21:15

    აი ვიხსენებ და ბოლოს ამაზე როდის ვთქვი აუღებელი აიღოთქო არმახსოვს. რასაც უშვებს იმ გოლებში 70% დაცვის ბრალია მაგრამ ტოპ მეკარე იმიტომ ხარ რომ აუღებლებო უნდა მოხსნა და ფაქტობრივი გოლები გამოაძროს კარიდან. კონკურენცია მოუხდება.

  • Moriba
    schedule 15 ოქტ 2021, 19:56

    ემი მარტინეზს ვისურვებდი დიდი სიამივნებით🤭❤