Mundo Deportivo-ს ცნობით, ამჟამად “ბარსელონას” სახელფასო ლიმიტი სრული შემოსავლების დაახლოებით 70-80%-ს შეადგენს.
ზემოხსენებული გამოცემის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” მუშაობას განაგრძობენ და სურთ, რომ ეს რიცხვი სეზონის ბოლოს 61.5%-მდე დაეცეს.
როგორც იცით, გასულ ზაფხულში “ბლაუგრანამ” ლეო მესი სწორედ იმის გამო ვერ დაარეგისტრირა, რომ ლა ლიგის Fair Play-ს წესებს არღვევდა.

იმედია სეზონის ბოლოს საბოლოოდ მოიცილებენ იმ მოუცილებელ ჭირს, დემბელე-უმტიტი და მათი საძმო რო ქვია. ბოლოსდაბოლოს კონტრაქტები უმთავრდებათ.
ძალიან კარგი. ხელფასების გამო ვერ ვყიდით ფეხბურთელებს. სკამის მოთამაშეებს სხვა გრანდების ძირითადის ფეხბურთელების ხელფასები აქვთ