ბოლო პერიოდში რონალდ კუმანის გათავისუფლების შესახებ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია. ნიდერლანდელის გაშვება ფინანსურ საკითხებთანაც იქნება დაკავშირებული, სადაც “ბარსელონას” ნამდვილად არ ულხინს.
TV3-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსამ” სახელფასო ლიმიტს უკვე გადააჭარბა, ლა ლიგა კლუბს უფლებას მისცემს, სახელფასო ლიმიტის 4% ახალი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას მოახმაროს. ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” სახელფასო ლიმიტი 97 მილიონი ევროა, რომლის 4% 3.9 მილიონს უტოლდება. ამის შესახებ ლა ლიგის გენერალურმა მენეჯერმა, ხოსე გუერამ ისაუბრა:
“ბლაუგრანა” ახალ მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესს, რობერტო მარტინესსა და ოსკარ გარსიას მოიაზრებს. რონალდ კუმანის მომავლზე ყოველ მატჩს, მათ შორის დღევანდელსაც, დიდი გავლენა ექნება.

ეს ლაპორტა მე მგონი ამასაც ვერ გააგდებს, ახლზე აღარც ვლაპარაკობ.
ხოდა აბა ჰე რონალდ.ჩავი მოვა შემცირებულ ხელფასს დასთანხმდება,თუ უნდათ მელოტა დატოვონ ასისტენტად დანარჩენები გაუშვან და ეგაა რა.
ეს სახელფასო ჭერი სხვა ქვეყნებში მგონი არაა და რა გახდა ეს ლა ლიგა, დიქტატურას ამყარებენ მგონი. საგადასახადო პოლიტიკა საშინელი აქვთ, პარსავენ ყველას იმხელა პროცენტი დააწესეს.
თუ კუმნს თავისი შტაბით გაუშვებენ სახელფასო ჭერი არ გათავისუფლდება? მოიყვანონ ხავი და არამგონია ამ გაჭირვების ჟამს კუმანზე დიდი ხელფასი მოითხოვოს