workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ლა ლიგაში რეალის სახელფასო ლიმიტი 739 მილიონია, ბარსასი – 97

ოფიციალურად: ლა ლიგაში რეალის სახელფასო ლიმიტი 739 მილიონია, ბარსასი – 97

2021/22 წლების სეზონისთვის, ლა ლიგაში “ბარსელონას” სახელფასო ლიმიტი 97 მილიონი ევროა.

ლა ლიგამ ლიმიტები დღეს გამოაქვეყნა. ყველაზე მაღალი სახელფასო ლიმიტი მადრიდის “რეალს” აქვს, 739 მილიონი ევრო, რაც “ბარსელონას” ლიმიტზე, თითქმის, 8-ჯერ მეტია. ამ შედეგით, “ბარსელონა” ლა ლიგის კლუბებს შორის მეშვიდე ადგილზეა. “ვილიარეალს”, “სოსიედადს” და “ბილბაოს” “ბარსაზე” მაღალი სახელფასო ლიმიტი აქვთ.

კლუბი2021/222020/21სხვაობა
რეალი739 163 000468 529 000270 634 000
სევილია200 399 000185 809 00014 590 000
ატლეტიკო171 606 000252 720 000-81 114 000
ვილიარეალი159 292 000145 242 00014 050 000
სოსიედადი127 704 000100 876 00026 828 000
ბილბაო111 818 000119 819 000-8 001 000
ბარსელონა97 942 000382 717 000-284 775 000

ასეთი შედეგი გასულ სეზონში დაფიქსირებული ფინანსური შემოსავლის შემცირებით არის გამოწვეული. ხელფასებში ითვლება როგორც პირველი გუნდის ფეხბურთელებისა, მთავარი მწვრთნელის, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ფიზმომზადების მწვრთნელის, ასევე ასაკობრივი გუნდების ანაზღაურებაც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 29 სექ 2021, 17:24

    რატოა ამხელა სხვაობა

  • Albicelecte
    schedule 29 სექ 2021, 16:53

    ციტატა: me da barca
    ბართუშა უნდა წამოაგო შამფურზე, პირში ბოლოკი ჩატენო და ნელ ცეცხლზე შეწვა.


    ეგ მაშინ, როდესაც საქმე გოჭთან გვაქვს…
    ბართუშა გოჭი არაა, მაგრამ კარგად ერითმება smiley

  • me da barca
    schedule 29 სექ 2021, 16:38

    ბართუშა უნდა წამოაგო შამფურზე, პირში ბოლოკი ჩატენო და ნელ ცეცხლზე შეწვა.

  • Albicelecte
    schedule 29 სექ 2021, 15:53

    მაინც დიდი სხვაობაა სახელფასოებში, თუმცა რაკი ლეო წავიდა, მოსარიდებელი არავისთანაა
    გაისად პიკეც ასრულებს კარიერას, გუნდი სრულიად ახალგაზრდული იქნება და კონკურენცია მაღალი, ვისაც თინეიჯერობისას მილიონების მოღუნვა უნდა ეგრევე, წავიდეს და რედ ბული სვას barca-6

  • El pistolero 9
    schedule 29 სექ 2021, 15:47

    ციტატა: Clever liar
    285 მილიონით ბიუჯეტის შემცირება კიარა გაუქმება გამოდის ვაბშე 😀 სევილიას უკეთესი სპონსორები ყავდა, სოციალურ შემწეობას იღებდა წითელი ჯვრისგან თუ კოვიდ რეგულაციები მის ტრიბუნებს არ შეხებია 😀


    სევილიას დემბელე არ უყიდია 105 მილიონად, კოუტინიო 145 ად, დეიონგი 75ად და გრიზმანი 120ად.

  • Joakim Brodén
    schedule 29 სექ 2021, 15:20

    ციტატა: ana anukii
    ბარსას ასეთი დაბალი ლიმიტი რატომ აქვს?🤔


    ბოლო 3 სეზონში ტრანსფერებში დახარჯულ ფულს თუ გადახედავთ მიხვდებით

  • nika 54
    schedule 29 სექ 2021, 15:14

    გავიგეთ რომ, გასულ სეზონში დაფიქსირებული ფინანსური შემოსავალი შემცირდა, მაგრამ ეს მარტო ბარსას სეეხო? რეალს არაფერი არ მოაკლდა? ეგ რანაირად მოხდა. მარტო ბარსელონაში იყო პანდემია, მადრიდში რა არ ყოფილა პანდემია და ეკონომიური კრიზისი?

  • Clever liar
    schedule 29 სექ 2021, 14:47

    285 მილიონით ბიუჯეტის შემცირება კიარა გაუქმება გამოდის ვაბშე 😀 სევილიას უკეთესი სპონსორები ყავდა, სოციალურ შემწეობას იღებდა წითელი ჯვრისგან თუ კოვიდ რეგულაციები მის ტრიბუნებს არ შეხებია 😀

  • ana anukii
    schedule 29 სექ 2021, 14:37

    ბარსას ასეთი დაბალი ლიმიტი რატომ აქვს?🤔