workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის სადებიუტო გოლი პსჟ-ში [VIDEO]

მესის სადებიუტო გოლი პსჟ-ში [VIDEO]

“ბარსელონას” ლეგენდამ, ლიონელ მესიმ “პარი სენ-ჟერმენში” გოლების გატანა დაიწყო და ეს ჯგუფურ ეტაპზე უშუალო კონკურენტის, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გააკეთა.

პარიზში გუშინ გამართული დაპირისპირება მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. მატჩის 74-ე წუთზე მესიმ კილიან მბაპესთან მარტივი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და საჯარიმოს ხაზიდან ისეთი გოლი გაიტანა, “ბარსელონას” გულშემატკივრები ადრე რომ განებივრებულები ვიყავით და ახლა რომ გვენატრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 29 სექ 2021, 17:22

    გახსნა კლაპანი ❤️❤️

  • nika 54
    schedule 29 სექ 2021, 16:37

    ციტატა: KING_BARCA
    ლეო აგრძელებს… წარმატებები…


    ასე უნდა გააგრძელოს, ყოველ ასეთ მომენტზე გაიმეორებენ ეს ბარსას აღზრდილი და მისი პროდუქტიაო. ბარსას სახელს მესის ყველა გოლზე გაიმეორებენ მთელ მსოფლიოში

  • ლ.გ.K I N G
    schedule 29 სექ 2021, 14:40

    უკომენტაროდ🥺🤔😡

  • Albicelecte
    schedule 29 სექ 2021, 13:10

    ციტატა: JustBarcaLover
    შერიფს ვენაცვალე რა უქნა რეალს 😂


    ღღმადპატივცემულმა შერიფმა რეიდი ჩაატარა და "ტრასის მუშაკი" დაიჭირა, რომელიც სიბელესის მახლობლად "მოღვაწეობდა" smiley

  • me da barca
    schedule 29 სექ 2021, 13:01

    ბარსას შორტები კი გავს ჯამბაზისას, მაგრამ ამათიც საახალწლო ნაძვის ხეს გავს. თქვენს გემოვნებას …

  • JasoN
    schedule 29 სექ 2021, 09:52

    ციტატა: Norman Bates
    გვარდიოლა მაგარი დასირებულია ბარსადან წასვლის მერე, ნუ იმ ბარსადან კაცი რო გაიქცევა ის უკვე დასირებულია მაგრამ ეხლა ვაფშე. მაგის დაბრუნებას ხავის მოყვანა ჯობია


    სიმართლე არის ერთი. გვარდიოლა არის ძალიან კარგი მოტივატორი ფეხბურთელებისთვის და არა სასწაული მწვრთნელი და უდიდესი ტაკტიკოსი. მან ბარსათი როდესაც ყველაფერი მოიგო იმ ბარსათი რომ ვერ მოგეგო ის უფრო გასაკვირი იყო ვიდრე მოგება. და აქედან წასულს არსად ეგეთი დიდება არ ქონია თუმცა რესურსი ყველგან შეუქმნეს. მევასება ძალიან მაგრად როგორც პიროვნება როგორც პროფესიონალი მაგრამ როგორც მწვრთნელი ჩემი გადმოსახედიდან არ არის ტაკტიკოსი ამას ამტკიცებს კიდეც მისი ქცევები. სამწუხაროდ დღევანდელობაში კარგი მწვრთნელი ისეთები როგორიც ადრე იყვნენ მაგალითისთვის არიგო საკი ლიპი კაპელო ფერგიუსონი აღარ არიან და ეტყობა კიდეც დღევანდელ ფეხბურთს. პ.ს. ეს ჩემი აზრია და გვარდიოლას ფანებმა კამათი არ დამიწყოთ )))

  • Aroni
    schedule 29 სექ 2021, 09:42

    რატომღაც მგონია რო ლაპორტამ სპეციალურად გაუშვა მესი, უბრალოდ გამოიყენა სიტუაცია. იმ აზრისგან შორს ვარ რო ბარსასთვის ცუდი უნდა(განსხვავებით წინა პრეზიდენტისგან), ცდილობს თავიდან შექმნას ის ბარსა რაც ერთხელ გააკეთა და გამოუვიდა, ფსონს აშკარად ფატიზე დებს. მარა ისე მაინც მგონია რო მესი იყო იმის ღირსი რო ბარსაში დაესრულა კარიერა, თუნდაც რამოდენიმე წლით გადაედო ამას ლაპორტას ბარსას ,,გაბრწყინების" გეგმა(თუმცა არც ლაპორტას აქვს ალბათ ამდენი დრო)

  • C.PC5
    schedule 29 სექ 2021, 08:28

    წინა სეზონში ნაქებარი სიტის დაცვა ორივე გოლზე უხარისხო გიფსოკარდონივით გაანგრიეს🤣🤣🤣 რო ვუკვირდები რამდენად ფასადური და გავარდნა სეზონი იყო წინა, სიტის გაუვალი დაცვა რო ყავდა და ჩელსი სასწაულებს ჩადიოდა😂 ამ სეზონში ორივე გაქრა, ბავარიას უიღბლობას რა ვუთხარი თორე ან რა პესეჟე, ან ამ ორიდან რომელი დააკავაბდა😂

  • KING_BARCA
    schedule 29 სექ 2021, 08:24

    ლეო აგრძელებს… წარმატებები…