დღეს El Curubito TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დუბაიში არსებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ “ბარსელონას” მისი ვალის სრულად დაფარვა და ამისთვის 1.5 მილიარდის გაღება შესთავაზა.
წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბს პირველი 2 წლის განმავლობაში თანხის დაბრუნება არ მოუწევს და, ასევე, შესაძლებლობა ექნება, მისი დაფარვის დრო 12 წლამდე გაზარდოს.
მიუხედავად ამისა, როგორც ჟურნალისტი სამუელ მარსდენი იტყობინება, “ბარსელონამ” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო.

ვინ მოგცემს მილიარდნახევარს 12 წლით. ამას უფასო ფული ჰქვია და მაგის გემო ვიცით.