რამდენიმე დღის წინ “ბარსელონამ” თურქული “კაისერისპორისგან” 17 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის, ემრე დემირის შეძენა დაადასტურა.
Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში დემირის კარიერას, შესაძლოა, ორნაირი გაგრძელება ჰქონდეს.
პირველი ვარიანტი დემირის ამჟამინდელ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით დატოვებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა მოთამაშე გამოცდილებას თურქეთის სუპერლიგაში მიიღებს და “ბარსას” ზაფხულში შეუერთდება.
მეორე ვარიანტის მიხედვით დემირი კატალონიაში იანვარშივე გადავა. საინტერესოა, რომ “ბარსელონას” ეს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე არჩევანის პირველ ვარიანტზე გაკეთება: ტრანსფერის იანვარში განხორციელების ღირებულება 2 მილიონი ევროა, გადადების შემთხვევაში კი ფასი 200 ათასი ევროთი იზრდება, რადგან “კაისერისპორს” რამდენიმე თვით ფეხბურთელის განვითარებაზე ზრუნვა დაევალება.
ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომლის ტალანტიც, როგორც ირკვევა, შოთა არველაძემ აღმოაჩინა, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თურქი ფეხბურთელია.

იქ ბრძოლაა და სერიოზული გუნდებიც არიან
გალა,ფენერი, ბეშიქთაში, ტრაბზონი
ხანდახან წამოიქაჩებიან ხოლმე ისტანბული, ბურსასპორი, ადანასპორები და სივასპორები, კარშიაკები და სხვადასხვები
+30 ევროპელი და ლათონოამერიკელი ან აფრიკელი ვარსკვლავებიც არიან, მე-2 სუნთქვა რომ ეხსნებათ ხოლმე
რაო? ესპანეთის ლიგას ჯობია თურქული ლიგა?
ჯობია თურქულ სუპერლიგაში ითამაშოს დარჩენილი სეზონი
იქ ბრძოლაა და სერიოზული გუნდებიც არიან
გალა,ფენერი, ბეშიქთაში, ტრაბზონი
ხანდახან წამოიქაჩებიან ხოლმე ისტანბული, ბურსასპორი, ადანასპორები და სივასპორები, კარშიაკები და სხვადასხვები
+30 ევროპელი და ლათონოამერიკელი ან აფრიკელი ვარსკვლავებიც არიან, მე-2 სუნთქვა რომ ეხსნებათ ხოლმე
იმედია გაამართლებს ოზილივით
მილიონი "პერსპექტიული" მოვიყვანეთ ამ ბოლო დროს და ერთს არ გაუმართლებია ნორმალურად.