ჟოან ლაპორტას მრჩეველმა, ენრიკ მასიპმა რონალდ კუმანის კრიტიკას უპასუხა, რომელიც პრეზიდენტს ეხებოდა.
რამდენიმე კვირის წინ „ბარსელონას“ მწვრთნელი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ მის კონტრაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია პრესაში არასასიამოვნო გზით გავრცელდა.
„კუმანმა გარკვეული კომენტარები გააკეთა, რაც ჩემთვის, როგორც სპორტთან დაკავშირებული პირისთვის, მიუღებელია. მწვრთნელი არასდროს უნდა ამბობდეს, რომ პრეზიდენტმა არ უნდა ილაპარაკოს – პრეზიდენტი პრეზიდენტია.
ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა მეორე დღეს მინდორზე ჩავედით და რონალდს ჩავეხუტეთ. ახლა, არასასიამოვნო დინამიკასთან გვაქვს საქმე, რის შეცვლაც უცილობლად უნდა ვცადოთ. საკითხი სწორედ ამ დინამიკასა და ნდობას ეხება – თუ მწვრთნელი ამ ადგილზეა, ესე იგი მიჩნეულია, რომ მას მუშაობის გაგრძელებისთვის საჭირო ნდობა აქვს.“ – აცხადებს მასიპი.
რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტის მრჩევლის ასეთი კომენტარი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას შორის ამ წუთისთვის ყველაფერი ბოლომდე დალაგებული არ არის. პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსა“ რონალდ კუმანის შემცვლელის ძიებაშია.

იცის და გრძნობს, რომ ლაპორტა შემცვლელს ეძებს და ეწვის ერთი ადგილი.
როცა დაგახვევინებს ბულდოგ, მაშინ ნახავ ვინაა აქ ბოსი და ვინ უკვეთავს მუსიკას.
მიდი ლაპორტა გაინძერი, სანამ შენ ვინმეს მონახავ ეს გაგვაგდებს ლა ლიგიდან.
ნოა ლანგზე რასფიქრობთ? მე ძაან მომწონს
ანუ ამას არშეუძლია რო გააგდოს ? ლაპორტას როარდეკითხოს ისე დდ
მრჩეველი თუ ხარ შენ მაინც შეახსენე ხოლმე ცვლილებები როდის გააკეთოს😂
კაია შენ მაინც თუ ხვდები და ეტყვი რამეს