„ლიონის“ ნახევარმცველი, მაქსენს კაკერე „ბარსელონას“ ინტერესის სფეროში მოხვდა, იტყობინება Goal.
ბოლო ცნობებით, კატალონიური კლუბი 21 წლის ფეხბურთელის გამოსვლებს აკვირდება. „ბლაუგრანა“ მზადაა ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება გააკეთოს, რადგან გუნდი მასში ახალ ანდრეს ინიესტას ხედავს. კატალონიურ კლუბს მიაჩნია, რომ მაქსენსს შეუძლია ნახევარდაცვის ლიდერი გახდეს.
გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად „ლიონის“ რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. მისი სატრანსფერო ღირებულება 17 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ჯერ ეხლა მოყვანაზე დაიხარჯებიან და მერე გაშვებაზე მოუწევთ ჩალიჩი. ადექით და ინათხოვრეთ, გამოსყიდვის უფლებით და არა ვალდებულებით. რა იცი რა ხდება. ეგება ფატივით და დემბელესავით გადატყდეს.
34 მატჩში 1 შედეგიანი გადაცემა მაგარი შედეგია.
კაი რა ბიჭო.გავი,ფრენკი,ნიკო,პუჩი,პედრი გყავდეს და ახალ ინიესტას სხვაგან ეძებდე?რავი…
აბა თქვენ იცით გატენეთ შლანგებით კლუბი