„ბარსელონა“ ამ წუთებში ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში „გრანადას“ უპირისპირდება.
Sport გვამცნობს, რომ 2019 წლის აპრილის შემდეგ გუნდის ვეტერანმა მცველმა, ჟერარ პიკემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე პირველად დაიწყო.
ბოლოს, პიკე თადარიგში 2018/19 წლების სეზონში, „ვილიარეალთან“ მატჩში აღმოჩნდა, რომელიც 2 აპრილს გაიმართა და ფრედ, 4:4 დასრულდა. მიმდინარე სეზონში ჟერარის ანგარიშზე პრიმერას 2 მატჩში გატანილი 1 გოლია.

მოკლედ შემდეგ თამაშში ბარსას თავდასხმა: დეპაი არაუხო პიკე ლუკი 😂😂😂😂😂😂
სხვა გზა არც არის.
იგუიტას დამატების დროა, შეცვლაზე პინტო, მსაჯის სასტვენი მაგარი იცის!