workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
CIES: ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება

CIES: ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება

სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) გამოაქვეყნა 2021/22 სეზონის პროგნოზი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატთან დაკავშირებით.

მათი წინასწარი შეხედულება დაფუძნებულია ფეხბურთელთა გამოცდილებაზე, ტრანსფერებსა და ბოლო წლებში ნაჩვენებ შედეგებზე. 

CIES-ის პროგნოზით ქვეყნის ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ გახდება, ხოლო საპატიო მეორე ადგილს თანაქალაქელები დაიკავებენ („ატლეტიკო“). რაც შეეხება „ბარსელონას“, მას ცენტრი მესამე ადგილზე მოიაზრებს. მიჩნეულია, რომ დაქვეითდებიან „ელჩე“, „ალავესი“ და „კადისი“.

მეტი ინფორმაციულობისთვის გამცნობთ, რომ მითითებული პორტალი ინგლისის ჩემპიონად „მანჩესტერ სიტის“ მოიაზრებს, საფრანგეთის – „პარი სენ-ჟერმენს“, გერმანიის – „ბაიერნს“, ხოლო იტალიის – „ინტერს“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 21 სექ 2021, 14:04

    მე მგონი ეშლება, ბარსა მადლობელი იქნება მე-4 ადგილითაც რო ლიგაზე ითამაშოს.

  • Albicelecte
    schedule 21 სექ 2021, 01:25

    გერმანიის ჩემპიონი ბაიერნი გახდებაო?! საიდან და რანაირად მოარტყეს ნეტავ smiley

  • M10 S9 D11
    schedule 21 სექ 2021, 01:23

    ცოტა შემოგეპარებინათ რა პირდაპირ გვეუბნებით

  • ozbeta
    schedule 21 სექ 2021, 01:02

    ანუ სევილიას ვაჯობებთ? სევილიას მეორე შემადგენლობაც კი ჩვენზე ძლიერია

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 სექ 2021, 01:02

    მესამეო ტიპებმა ამათმა გაურეკეს.. ასეთი თამაშით ოთხეულიც სანატრელია და ევროპა ლიგაც

  • levanoza
    schedule 21 სექ 2021, 01:02

    ისტორიაში პირველი არ ვიკისროთ და ყველაფერზე თანახმა ვარ

  • me da barca
    schedule 21 სექ 2021, 00:47

    არ მჯერა, მეოთხე თუ ავიღეთ მაგარია.