workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხოს აგენტი: მოსალაპარაკებლად წლის ბოლომდე დავსხდებით

არაუხოს აგენტი: მოსალაპარაკებლად წლის ბოლომდე დავსხდებით

“ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდის ყველაზე იმედისმომცემი ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოსთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს – ეს ინფორმაცია გუშინ ESPN-მა გაავრცელა. 

ფეხბურთელის აგენტმა, ფლავიო პერჩმანმა, ახლახანს ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივება განიხილება, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა. 

რონალდ არაუხოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2023 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე აქვს. დღეს მას გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე დავსხდებით. 

– ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Sport890. 

“ბარსამ” არაუხო 2019 წელს შეიძინა. 22 წლის უკანახაზელი კატალონიური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პერსპექტიული მოთამაშეა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 18 სექ 2021, 20:26

    Esec ganixilavs casvlas etyoba

  • nika 54
    schedule 18 სექ 2021, 18:14

    მოკლედ დღე არ გავა რო ვინმეს კონტრაქტზე არ მიდიოდეს ლაპარაკი.

  • Memphis Depay
    schedule 17 სექ 2021, 18:21

    ვალვერდე ხო რა ყ.ე იყო, მარა გუნდმა ლა ლიგები მაინც დადო. სეტიენი და კუმანი მაგაზე ფარჩაკები გამოვიდნენ. ბოლო თამაში ვალვერდესი კიდე ატლესთან სულაც არ იყო ცუდი, დაცვამ ჩაისვარა თორე გუნდს ცუდად არ უთამაშია. საეთო ჯამში სირობას ათამაშებდა ვალო და ბარსასთვის არაშესაფერისს, მარა შედეგი იყო ამის მიუხედავადმ ახლა ორმაგად ცუდ დღეში ვართ.