workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნთან მატჩისთვის ბარსელონას განაცხადი ცნობილია

ბაიერნთან მატჩისთვის ბარსელონას განაცხადი ცნობილია

დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას შინ, “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩაატარებს. რონალდ კუმანმა ამ შეხვედრისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.

განაცხადში გუნდის ახალწვეული, ლუკ დე იონგი მოხვდა, რომელსაც დღეს დებიუტი ექნება. ასევე დაბრუნდნენ ახლახან გამოჯანმრთელებული ფეხბურთელები: სერჟინიო დესტი, ჟორდი ალბა და ჟერარ პიკე, რომელთა თამაშიც საეჭვო იყო. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სარეზერვო გუნდის სამი ფეხბურთელი: ალეხანდრო ბალდე, ნიკო გონსალესი და გავი გამოიძახა.

სრული სია ასეთია:

მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია

მცველები: მინგესა, არაუხო, პიკე, ლანგლე, ალბა, უმტიტი, ბალდე, დესტი

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, პედრი, პუჩი, გავი, ნიკო გონსალესი, რობერტო, კოუტინიო

თავდამსხმელები: მემფისი, ლუკ დე იონგი, დემირი

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი და Silksport.ge შემოგთავაზებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • azulgerana
    schedule 14 სექ 2021, 23:41

    ჩაიჯვეს

  • Zura Gviniashvili
    schedule 14 სექ 2021, 17:45

    რას მოესწრო მსოფლიო სახლში ბარსას 3.4 აქვს კუში

    ნახევარმცველებზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ასევე ფლანგებზე

  • M10 S9 D11
    schedule 14 სექ 2021, 16:35
    შტეგენი
    არაუხო პიკე მინგესა
    დესტი დე იონგი ბუსკეცი პედრი ალბა
    ლ. დე იონგი დეპაი
  • nika 54
    schedule 14 სექ 2021, 15:37

    აბა დესტი არ იქნებაო?

  • me da barca
    schedule 14 სექ 2021, 15:29

    4 თავდამსხმელი, რომ დამტვრეულია …

  • nikolozi96
    schedule 14 სექ 2021, 14:35

    Madona,
    ვინ გაეღადავა რო? ყველამ დასტოინად იბაზრა,მაგრამ ეს ბავარიაა ქვა ქვაზე არ დატოვებენ სამწუხაროდ ჩვენს დაცვას

  • Madona
    schedule 14 სექ 2021, 14:31

    მიდით რაა ბიჭებოო მოინდომეთ😍❤,უნდა მოვიგოთ აუცილებლად, მაგათი საბლატაო და საღადაო რატო უნდა ვიყოთ😏

  • La Pulga10
    schedule 14 სექ 2021, 14:30

    იმედია დესტს არ არწყევინებს დევისი.

  • Heisenberg
    schedule 14 სექ 2021, 14:28

    —————————შტეგო—————————–
    ————მინგე———პიკე——-არაუხო———
    —რობერტო——ბუსკე——ფრენკი——ალბა—–
    —————————პედრი————————-
    ——————ლუკი———-დეპაი—————

    მეორე ტაიმში კოუტინიო პედრის ნაცვლად და ეგაა. ამის მეტს ვერაფერს იზამენ. დემირი შმემირი და გავი არ ვიცი მე ბაიერნთან. შეჭამენ საწყალ ბავშვებს.

  • Memphis Depay
    schedule 14 სექ 2021, 14:21

    ლუკ დე იონგმა რო გოლი გაიტანოს პირველი იგრაში ბავარიის წინააღმდეგ ეს იქნება საუკუნის ღადავი 😁😁😁😁

  • Maradona
    schedule 14 სექ 2021, 14:20

    თავდამსხმელები მდააა.