workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნი და ნოიერი – დიდი გამოწვევა ტერ შტეგენისთვის

ბაიერნი და ნოიერი – დიდი გამოწვევა ტერ შტეგენისთვის

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კატალონიის “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება.

Mundo Deportivo-ს თანახმად, “რეკორდმაისტერის” წინააღმდეგ თამაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ამასთან, მისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მნიშვნელოვანია მანუელ ნოიერის პირისპირ ბრძოლაც, რომელიც გერმანიის ნაკრებში მარკის კონკურენტია.

“ბარსას” ფეხბურთელის რანგში ტერ შტეგენი ნოიერს სამჯერ დაუპირისპირდა: პირველად 2015 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კატალონიელებმა გერმანელებს ორი მატჩის ჯამში 5-3 მოუგეს. პირველ შეხვედრაში ლეო მესიმ ნოიერს 2 გოლი გაუტანა, ერთი კი, სწორედ არგენტინელის პასით, ნეიმარმა, და “ბაიერნს” 3-0 მოვუგეთ. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, აქ გოლები მანუელმაც გაუშვა და მარკმაც – ნოიერს ნეიმარ ჟუნიორმა დუბლი შეუსრულა, ტერ შტეგენმა კი გოლები მედჰი ბენატიასგან, რობერტ ლევანდოვსკისა და ტომას მიულერისგან მიიღო.

ბოლოს ისინი ერთმანეთს 2020 წელს შეხვდნენ – ამჯერად, ჯახი “ბლაუგრანას” კრახით დასრულდა: ტერ შტეგენმა 8 ბურთი გაუშვა, ნოიერის კარი კი, დავიდ ალაბას ავტოგოლის გარდა, მხოლოდ ლუის სუარესმა აიღო, რომელმაც, ჟერომ ბოატენგის ეფექტურად მოტყუების შემდეგ, გერმანელს შანსი არ დაუტოვა.

კატალონიური გამოცემის აზრით, “ბარსას”, იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც რთული პერიოდი უდგათ, კოლექტიური მოქმედება სჭირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 13 სექ 2021, 16:17

    ციტატა: La Pulga10
    კაი წინა დაცვამ დააიზმენა ეს საცოდავი და ახლა არაუხო მაინცაა,მაგრამ ლენგლეს და ბებერი პიკეს ნაცვლად ვინმე გამოცდილი თუ არ მოუყვანე ეგეც დაიზმენდება.კაროჩე გოლი,ანდაც გოლები,რომ გავა ჩვენს კარში ნათელია.მთავარია ჩვენც გავუტანოთ.რაღაცეებს შტეგო აიღებს,რაღაცეებს არაუხო დაბლოკავს,სადღაც ფრენკიც ჩამოირბენს დაცვაში და მერე შეტევის განვითარებას დაიწყებს,მერე დეპაი იჩალიჩებს რამეს და იქნებ რაღაც გამოვიდეს.ხვალ მინდა ფრენკიმ იფრინოს რა.


    პიკეს ან პედრის გოლი მინდა ნოიერის კარში…

  • La Pulga10
    schedule 13 სექ 2021, 16:13

    კაი წინა დაცვამ დააიზმენა ეს საცოდავი და ახლა არაუხო მაინცაა,მაგრამ ლენგლეს და ბებერი პიკეს ნაცვლად ვინმე გამოცდილი თუ არ მოუყვანე ეგეც დაიზმენდება.კაროჩე გოლი,ანდაც გოლები,რომ გავა ჩვენს კარში ნათელია.მთავარია ჩვენც გავუტანოთ.რაღაცეებს შტეგო აიღებს,რაღაცეებს არაუხო დაბლოკავს,სადღაც ფრენკიც ჩამოირბენს დაცვაში და მერე შეტევის განვითარებას დაიწყებს,მერე დეპაი იჩალიჩებს რამეს და იქნებ რაღაც გამოვიდეს.ხვალ მინდა ფრენკიმ იფრინოს რა.

  • M10 S9 D11
    schedule 13 სექ 2021, 16:09

    შტეგომ უნდა იკისროს თორე ამ დაცვია იმედი მე არ მაქვს არაუხო კიდე მარტო ვერ გააჩერებს ბაიერნის შეტევას