ხვალ, “ბარსელონას” კაპიტანი, სერხიო ბუსკეტსი და მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი პრესკონფერენციას გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ბუსკეტსი და კუმანი ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სადებიუტო მატჩამდე ორი დღით ადრე, ბევრს საინტერესო საკითხზე ისაუბრებენ.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. “ბლაუგრანა” მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება – კლუბს მარტინ ბრეითუეიტი არ ეყოლება, რამდენიმე ფეხბურთელი კი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და ისე ითამაშებს. “რეკორდმაისტერიდან” ტრავმა სერჟ გნაბრიმ მიიღო.




ტერ შტეგენი
არაუხო-პიკე-გარსია
დესტი/მინგესა-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი-ალბა
კოუტინიო
დეპაი
ცოტა არ იყოს სასაცილო განაცხადია.
ამ გუნდით რომელი ფრის იმედი უნდა გქონდეს ადამიანს?!
დამტვრეული პიკე და ალბა იქნება დაცვაში, წინ ლუკ დე იონგი და შეიძლება ნახ. დაცვაში რობერტოც.
მადლობა ვთქვათ თუ არ გვი*მარეს და მინიმალურ ანგარიშს დასჯერდნენ, ასე 5-0ს.
აი სადაც იგივე კამანდით ოღონდ დე იონგის ნაცვლად მესი, სუარესი და გრიზმანი რომ გვყავდა 8-2 გვათრიეს, ახლა ფრეო ისე ჩანს თითქოს ლუკ დე იონგი აღემატება ამ სამს.
ხოდა ჰა?
ჰოდა იცინე მე ფრის იმედი მაქვს ჩემი აზრია ხომ?
ალბათ ხუმრობა იყო ეს მონაკვეთი "ბლაუგრანა" მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება – კლუბს მარტინ ბრეითუეიტი არ ეყოლება"
უნდა ვუყურო რომელ არხზეა?
მეც ვფიქრობ მეორე ადგილიდან გავალთ ალბათ.
რავი ჯგუფიდან აუცილებლათ უნდა გავიდეთ. ფრე კარგი ვარიანტი იქნება კამპ ნოუზე