workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირალემ პიანიჩი: კუმანის ბარსელონაში ვერ დავრჩებოდი

მირალემ პიანიჩი: კუმანის ბარსელონაში ვერ დავრჩებოდი

მირალემ პიანიჩმა, რომელიც ახლახანს “ბარსელონადან” იჯარით თურქულ “ბეშიქთაშს” შეუერთდა, Tuttosport-თან ისაუბრა. 

“იუვენტუსსა” და ჩემს აგენტს შორის კონტაქტი და შეხვედრები იყო, მაგრამ მოლაპარაკებები ადვილი არასდროს არის. “იუვენტუსი” მიყვარს, ქომაგებთან ახლო კავშირი მაქვს და პრეზიდენტ ანიელისთან ურთიერთობაც მომწონს. ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ კლუბში დავბრუნებულიყავი და ალეგრის გუნდთან ერთად მეთამაშა. 
“ბეშიქთაშის” ინტერესი ბოლო პერიოდში სერიოზული იყო, მე კი კუმანის “ბარსელონაში” ვერ დავრჩებოდი: კიდევ ერთი წლის დაკარგვა მომიწევდა, რაც არანაირად არ მინდოდა. 
“ბეშიქთაში” თურქეთის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და ამასთან ერთად, შავ-თეთრი ფორმით თამაშობს. მათ შესანიშნავად მიმიღეს და აქ თამაში ჩემთვის მორიგი საინტერესო გამოწვევა იქნება. 

– თქვა ბოსნიელმა ნახევარმცველმა. 

პიანიჩი “ბარსამ” ერთი წლის წინ სწორედ “იუვენტუსიდან” დაიმატა, თუმცა ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა. რონალდ კუმანის ფორმაციის გუნდში მისი ადგილი ვერ მოიძებნა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 15:21

    "იუვენტუსსა" და ჩემს აგენტს შორის კონტაქტი და შეხვედრები იყო, მაგრამ მოლაპარაკებები ადვილი არასდროს არის. "იუვენტუსი" მიყვარს, ქომაგებთან ახლო კავშირი მაქვს და პრეზიდენტ ანიელისთან ურთიერთობაც მომწონს. ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ კლუბში დავბრუნებულიყავი და ალეგრის გუნდთან ერთად მეთამაშა.
    მერე? წაგიყვანეს? მათაც კიდიხარ მოგიშორეს და როგორც ყოველთვის ჩვენ უტვინო ბართომეუს შეატენეს.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 14:44

    მიისხი რაა. გადავლენ ხოლმე და მერე ალაპარაკდებიან <<ცენზურის დარღვევა>> ები. მანამდე ზიან ჩუმად და ხმის ამოღების ეშინიათ.