“ბარსელონას” მესამე კაპიტანი, სერჟი რობერტო გუშინ, კონტრაქტის გახანგრძლივებისა და ხელფასის შემცირების თაობაზე მოსალაპარაკებლად “კამპ ნოუს” ოფისებში იმყოფებოდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 29 წლის უნივერსალთან შეთანხმებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა. წყაროს თანახმად, სერჟი, სხვა კაპიტნების მსგავსად, “ბარსას” დაეხმარება და ანაზღაურებას აუცილებლად დაიკლებს.
აღსანიშნავია, რომ ჟოან ლაპორტამ Onze-სთან ინტერვიუში გუნდის კაპიტნებს, მათ შორის, რობერტოს, ხელფასის შემცირების გამო მადლობა გადაუხადა, რითაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ამ უკანასკნელთან შეთანხმება მიღწეულია.
ესპანელს “ბლაუგრანასთან” არსებული კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. კლუბს მისთვის ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება სურს.
მანამდე ანაზღაურება ჟერარ პიკემ, ჟორდი ალბამა და სერხიო ბუსკეტსმა შეიმცირეს.




რობერტოც ასეა, ყველა "დირკას" ავსებს, მაგრამ "არცერთზე ღმერთს არ უქნია"!!!
— აი ვინც ეს კაპიტნად გაამწესა რაა..
ისე სათამაშო ამპლუა ლამაზად შეურჩიეს: "უნივერსალი"
მიხარია ამის კარიერული წინ სვლა