Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებში სამუელ უმტიტის ინიციატივით კლუბის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელების პოზიცია ყველასთვის ცნობილი იყო, ფრანგ ცენტრალურ მცველს გუნდში დარჩენის სურვილი არ დაუკარგავს.
სამუელმა აღნიშნა, რომ კლუბის სამედიცინო პერსონალმა მისი ტრავმის გამომწვევ რეალურ მიზეზს ვერ მიაგნო და კლუბისგან სათანადო ყურადღება აკლდა. მან მთელი ზაფხული პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიშს დაუთმო და ახლა სურს, რომ შემადგენლობაში კიდევ ერთი შანსი მიიღოს.
ჟოან ლაპორტამ, რაფაელ იუსტემ და მატეუ ალემანიმ უმტიტის განმარტებებს ყურადღებით მოუსმინეს. როცა სამუელმა საუბარი დაასრულა, ლაპორტამ თქვა, რომ ფეხბურთელს ყურადღება ნამდვილად აკლდა, მის სიტუაციაზე რონალდ კუმანს დაელაპარაკებოდა და გუნდში მნიშვნელოვანი როლის დაბრუნების კიდევ ერთ შანსს მისცემდა.
ლაპორტას სიტყვების შემდეგ უმტიტი ცრემლებად დაიღვარა და პრეზიდენტს გადაეხვია.
მიმდინარე სეზონში “ბარსას” ძირითად გუნდში სამუელის პოზიციაზე ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე, რონალდ არაუხო, ოსკარ მინგესა და ერიკ გარსია ირიცხებიან.
ლაპორტას სიტყვების შემდეგ უმტიტი ცრემლებად დაიღვარა და პრეზიდენტს გადაეხვია.
მერე ვიღაცამ შამპანური გახსნა და ქეიფი ლაპორტას კაბინეტში გაგრძელდა. ჭირი-იქა ლხინი აქა….
უემოციურესი შეხვედრა ყოფილა
კარგია უმტიტი იმედია ფორმაში ჩადგება
ეს თუ მართლა დაუბრუნდა ძველ ფორმას დაუდგეს ნებისმიერი. ხელფასიც თუ დაიკო მთლად მაგარი იქნება
უმტიტი მსოფლიო ჩემპიონატამდე რა ფორმაშიც იყო თუ ისევ იმ ფორმაში შევა რა ჯობია მაგას ყველას გვინდა ეგ მაგრამ რავიცი აბა ძაან იყო ბოლო ორი სეზონი ფორმიდან ამოვარდნილი
უმტიტიმ მსოფლიოს შესწირა კარიერათქო ვიძახდი და ვერც ვამტყუვნებდი, ტრამვით ითამაშებდა ნებისმიერი მუნდიალს ნაკრებისთვის და ამ ტიტულისთვის, კითხეთ მესის თუ არ იზამდა იგივეს. მაგრამ ამ დროს მავიწყდებოდა, რომ ის მხოლოდ 27 წლისაა 27 წელი მცველისთვსი არაფერია, წესით ამ ასაკში შედის ფორმის პიკში პროგრესირებს იძენს გამოცდილეაბს. პრობლემა ჩვენც და კამპ ნოუზე ფანებს რაც ქოდნათ "ტყუილად აღებული ხელფასი იყო". მაგრამ თუ ბარსამ არ უმკურნალა სათანადოდ, არ მიაქცია ყურადღება ე.ი ბარსაა მორიგ ფეხბურთელთან დამნაშავე. მორიგ ადამიანს უნგრევს კარიერას – თუ ახლა ისეა ხოდზე, რომ ითამაშოს მე ლენგლეს ახლაც მირჩევნია გასუქებული. ინსტიქტები მაინც აქ რაც არ ისწავლება და ფორმაზე არაა დამოკიდებული. წარმატებები მას,ა არაუხოსთან ერთად რატო არა. ვისზე ნაკლები ცენტრ. მცველია? ტოდიბო გააგდეს, მინა გააგდეს, გარსია მოიყვანეს ლოგიკა? ვუყრურებ გარსიას თამაშებს ცუდი ბიჭი არაა მარა რითი ჯობია ტოდიბოს? არ ვიცი. წარმატებეი ნებისმიერს
არადა რა სასწაული ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო
ბარსელონას სამედიცინო პერსონალი გამოსაცვლელია ფაქტია
ბაიერნთან არაუხო და უმტიტი ჯობია დადგნენ,ლენგლემ იმდენი ყლაპა მაშინ იზმენები დაეწყება ბავარიელებს,რომ დაინახავს.
ხო ეხლა ექიმებს დააბრალე, ტრამვის გამიზეზება.
ლენგლეს ათასად მირჩევნია მაინც🙃მინგესა ფლანგზე უფრო კაია,არაუხოსა და პიკეს ხშირი ტრამვიანობის ფონზე მიიღებს შანსს უეჭველიი,იქნება და აღიდგინოს ფორმაა🙏