workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ანსუ ფატისა და პედრის ახალ კონტრაქტებს გაუფორმებს

ბარსელონა ანსუ ფატისა და პედრის ახალ კონტრაქტებს გაუფორმებს

“ბარსელონა” ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა მოთამაშეებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას გეგმავს – ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ავრცელებს. 

კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა ანსუ ფატისთან შეხვედრა უკვე გამართეს. “ბარსა” მას გუნდის სიმბოლოდ მიიჩნევს და გრძელვადიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

ანსუს დარჩენა სურს. მის აგენტს, ჟორჟე მენდეშს, შეთანხმების პირობები აკმაყოფილებს. 

“ბარსელონა” პედრი გონსალესის კონტრაქტის გახანგრძლივებასაც აპირებს. მოქმედი პირობების მიხედვით, კლუბს აქვს უფლება, კონტრაქტის ვადა 2 წლით ცალმხრივად გაზარდოს, მაგრამ ახალი შეთავაზება 5-წლიან კონტრაქტს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელის ხელფასი გაზრდილი იქნება. 

ასაკის მიუხედავად, “ბარსელონას” პირველ გუნდში საკუთარი შესაძლებლობები ორივე ფეხბურთელმა უკვე დაამტკიცა. ისინი მიმდინარე სეზონში შემადგენლობის შეუცვლელ წევრებად მოიაზრებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 20:56

    კონტრაქტები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა მოიქცნენ.

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 02:43

    ციტატა: totti10

    ციტატა: RiquiPuig

    ციტატა: totti10
    ფატიზე გარისკვა არ ღირს სჯობს1+1 გაუფორმონ ვიდრე 5-6 წელი და მერე უმტიტივით და დემბლესავიტ გვყავდეს ესეც :დ პედრის კიდე 2-3 წელი და აი მერე ტუ ყველაფერი კარგად იქნება გაუხანძლივონ არ შეიძლება ასე 5-6 წლით ტორემ ამგუნდს ისეტი ბედი აქვს ვინც დიდხნიასნ აფორმებს ლაზარეტშია :დ


    არც ფატია დემბელე და არც პედრია უმტიტი.
    ანსუ ლა მასიელია და ლამის დაბადებიდან ბარსელონაშია,პედრი 16 წლის იყო ბარსელონამ რომ შანსი მისცა და დარწმუნებული ვარ არასდროს გააკეთებს იმას რაც გუნდისთვის საზიანოა.ფატი ტრამვამდე 150 მილიონად იყიდებოდა და ყველა ხვდება ალბათ,150 მილიონს ჩვეულებრივ ფეხბურთელში არავინ გადაიხდის.თუ არ გაუმართლა და ისევ დაიმტვრა ეგ სხვა შემთხვევაა,ყოველ შემთხვევაში ის უნდა ვთქვათ,რომ ლეოს მერე ლა მასიაში ასეთი მაღალი დონის ფორვარდი არ ყოფილა,კუენკების,ტელიოების,სანდროების და მუნირების მერე ძაან დიდი მონაპოვარია.
    ამავდროულად ისტორიაც იმას ამბობს რომ ამ გუნდის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ამ გუნდის აღზრდილმა ფეხბურთებელმა შეიტანეს,მიუხედავად იმისა რომ მარადონა,რონალდო,ფიგუ და სხვები გვყავდა.

    საერტოდ წაიკითხე რა მიწერია აზრი გამოიტანე საერტოდ რა მიწერია? რა შუაშია ვინ ვინაა წაიკითხე ჯერ რა მიწერია ეგრევე რომ დამიციტირე, ტრამვაზე და ამბებზე მიწერია მე და შენ ვაფშე სხვა რამე გიწერია ან შეგეშალა საერტოდ და სხვისი უნდა დაგეციტირებინა 6 წელი რომ გაუხანძლივონ ფატის და ისიც არ იციან საერტოდ როდის დაბრუნდება მოედანზე ცოტა არ იყოს და სასაცილოა :დ


    Ashkarad

  • MARI=BARCA-fan
    schedule 04 სექ 2021, 16:02

    საინტერესოა რამდენს ჩაუწერს ამათ გამოსასყიდ თანხას.

  • RiquiPuig
    schedule 04 სექ 2021, 13:11

    ციტატა: totti10
    ფატიზე გარისკვა არ ღირს სჯობს1+1 გაუფორმონ ვიდრე 5-6 წელი და მერე უმტიტივით და დემბლესავიტ გვყავდეს ესეც :დ პედრის კიდე 2-3 წელი და აი მერე ტუ ყველაფერი კარგად იქნება გაუხანძლივონ არ შეიძლება ასე 5-6 წლით ტორემ ამგუნდს ისეტი ბედი აქვს ვინც დიდხნიასნ აფორმებს ლაზარეტშია :დ


    არც ფატია დემბელე და არც პედრია უმტიტი.
    ანსუ ლა მასიელია და ლამის დაბადებიდან ბარსელონაშია,პედრი 16 წლის იყო ბარსელონამ რომ შანსი მისცა და დარწმუნებული ვარ არასდროს გააკეთებს იმას რაც გუნდისთვის საზიანოა.ფატი ტრამვამდე 150 მილიონად იყიდებოდა და ყველა ხვდება ალბათ,150 მილიონს ჩვეულებრივ ფეხბურთელში არავინ გადაიხდის.თუ არ გაუმართლა და ისევ დაიმტვრა ეგ სხვა შემთხვევაა,ყოველ შემთხვევაში ის უნდა ვთქვათ,რომ ლეოს მერე ლა მასიაში ასეთი მაღალი დონის ფორვარდი არ ყოფილა,კუენკების,ტელიოების,სანდროების და მუნირების მერე ძაან დიდი მონაპოვარია.
    ამავდროულად ისტორიაც იმას ამბობს რომ ამ გუნდის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ამ გუნდის აღზრდილმა ფეხბურთებელმა შეიტანეს,მიუხედავად იმისა რომ მარადონა,რონალდო,ფიგუ და სხვები გვყავდა.

  • azulgerana
    schedule 04 სექ 2021, 13:00

    ციტატა: La Pulga10
    გავიგეთ


    ხო გასაგებია

  • DE PE FA
    schedule 04 სექ 2021, 12:59

    ციტატა: CHEPE
    მესისნაირად იწყებს ტრამვით დიდ გზას კარიერისკენ მიამავლი 10 ნომრიანი მაისურით


    ფატიზე რო დაიწერა ხანგრძლივი რეაბლიტაცია ესაჭიროებაო მესის კარიერა გამახსენდა🙃თუმცა მსგავსი დამთხვევები ძალიან ძალიან იშვიათია ფეხბურთში და ვიმედოვნოთ ესეც ის უიშვიათესი შემთხვევა იქნება😁

  • DE PE FA
    schedule 04 სექ 2021, 12:22

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ფატის ოპერაციის შედეგი მაშფოტებს.. უმტიტისავიტ ტრამვები არ მოიმატოს.. უმტიტმაც მენისკის ამოჭრის მერე დაემართა ხშირი ტრამვები


    უმტიტს რო მსოფლიო არ ეთამაშა და ოპერაცია გაეკეთებინა დღესაც კედელივით იდგებოდა.გადააყოლა კარიერა მსოფლიო ჩემპიონატს.ფატის თუ ამ ოპერაციების მერეც დაემართა რამე აზრი აღარ ექნება მასზე ფსონების გაცემას.3 ოპერაცია ჩაუტარდა და ვფიქრობ რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

  • Zura Gviniashvili
    schedule 04 სექ 2021, 12:08

    ფატის ოპერაციის შედეგი მაშფოტებს.. უმტიტისავიტ ტრამვები არ მოიმატოს.. უმტიტმაც მენისკის ამოჭრის მერე დაემართა ხშირი ტრამვები

  • La Pulga10
    schedule 04 სექ 2021, 12:06

    გავიგეთ