workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირალემ პიანიჩი: კუმანი პატივს არ მცემდა

მირალემ პიანიჩი: კუმანი პატივს არ მცემდა

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, მირალემ პიანიჩმა “ბეშიქთაშში” იჯარით გადასვლის შემდეგ Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა:

კუმანი პატივს არ მცემდა. ის არასდროს მელაპარაკებოდა. მე ვარ მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ მოცემულობასთან შეგუება შეუძლია, თუმცა ყოველთვის მირჩევნია, რომ სიტუაცია ამიხსნან და ისე არ მომექცნენ, თითქოს 15 წლის ვარ. 
ხელფასის შემცირებასა და “ბეშიქთაშში” გადასვლას იმიტომ დავთანხმდი, რომ ფეხბურთი მიყვარს.

ნიდერლანდელი სპეციალისტი 31 წლის ნახევარმცველს ჯიუტად არ ენდობოდა და მინიმალურ სათამაშო დროს აძლევდა, რის გამოც პიანიჩმა “ბარსას” დატოვება გადაწყვიტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 21:03

    აქ ვერ ამოიღო ხმა, მაინც აგდებდნენ და რას კარგავდა.

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 03:10

    Oh come on guys

  • vereli
    schedule 04 სექ 2021, 18:19

    ციტატა: azulgerana
    ეს რომ კაი ფეხბურთელი ყოფილიყო თქვენი აზრით ბეშიქთაში გამოისყიდიდა? ეტყობა თქვენზე კარგად იციან გრანდებმა რომ ბანძი ფეხბურთელია.


    100%

  • C.PC5
    schedule 04 სექ 2021, 12:47

    კუმანს პირადად აწევს ამის ცოდვა კისერზე😤 ტიპი იუვედან კარიერის გაუმჯობესების მიზნით წამოვიდა ბარსაში და ბეშიქთაშში ამოყო თავი ამ ბულდოგას გამო.

  • gio-rakitich
    schedule 04 სექ 2021, 11:15

    კუმანს პატივსვცემ რაღაც პონტში მარა ეს კაცი რანაერად ვერ გამოიყენა გუნდში და ასე გააკეთა ახსნას ვერ ვუძებნი

  • frenkie dejong21
    schedule 04 სექ 2021, 10:42

    ბართოუმეს მოყვანილი მწვრთნელი კიდე არ უნდა გაეჩერებინათ გუნდში ეგ დაყ@ეებული კაის ვის მოიყვანდა

  • La Pulga10
    schedule 04 სექ 2021, 08:26

    კუმან მაგარი კაცი ხარ ეგრე გააგრძელე

  • azulgerana
    schedule 04 სექ 2021, 05:28

    ეს რომ კაი ფეხბურთელი ყოფილიყო თქვენი აზრით ბეშიქთაში გამოისყიდიდა? ეტყობა თქვენზე კარგად იციან გრანდებმა რომ ბანძი ფეხბურთელია.

  • M10 S9 D11
    schedule 04 სექ 2021, 03:48

    ასეთ ნახევარმცველს რო ვერ გამოიყენებ დებილი ხარ აბა რა ხარ

  • barcaforever
    schedule 04 სექ 2021, 02:24

    და ყველაზე ცუდი ისაა რომ არტური ფაქტიურად ვაჩუქეთ იუვენტუსს. 70 მილიონიანი მოთამაშე ! :))

  • frenkie dejong21
    schedule 04 სექ 2021, 02:16

    მწვრთნელად ხო არ ვარგა და პიროვნულადაც ვერაა დალაგებული
    მთელ ვალენსიას უმიზეზოდ არ აზიზღებოდა ეს კაცი

  • barcaforever
    schedule 04 სექ 2021, 02:00

    გადააშენეთ ეს კუმანი აქედან რაა, საშინელი მწვრთნელია და პიანიჩის სიტუაციიდანაც ჩანს რომ არ იცის როგორ მოეპყროს მოთამაშეებს

    არაპროფესიონალიზმია და მეტი არაფერი, ახლა პიანიჩი დახატავდა ჩვენს ნახევარდაცვას.

  • KING_BARCA
    schedule 04 სექ 2021, 01:57

    კუმანი ყ…ა და არგეწყინოს პიანკა…ეგ მარტო ნიდერლანდელებს ელაპარაკება… უპატივცემულობაა და არაპროფესიონალიზმი…ყველასთან უნდა ქონდეს კონტაქტი…და იმის ტრა…ი რო ის მაინც უთხრას რო არ შედის მის გეგმებში ან რამე მსგავსი….სუფთა სამი ასოა კუმანი….

  • Norman Bates
    schedule 04 სექ 2021, 01:52

    მოქალაქეობა უნდა შეგეცვალა, ჰოლანდიელი გამხდარიყავი და ყველა თამაშს ძირითადიდან დაგაწყებინებდა

  • davidus2020
    schedule 04 სექ 2021, 01:51

    ჩვენ კიდევ დიდხანს მოვიმკით, აჩკარიკას ნამოქმედარს! დაასამარა ბარსა!

  • Prometheus
    schedule 04 სექ 2021, 01:20

    უცნაური კაცია ეს ბულდოგა , ზოგს ძაან ევასება , ზოგი კიდე დასანახად ვერ იტანს