workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: მირალემ პიანიჩი ბეშიქთაშის ფეხბურთელია

ოფიციალურად: მირალემ პიანიჩი ბეშიქთაშის ფეხბურთელია

უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ მირალემ პიანიჩი ერთ სეზონს იჯარით “ბეშიქთაშში” გაატარებს. 

სტამბოლური გრანდის განცხადებებში ნათქვამია, რომ თურქები 2021/22 წლების სეზონში ბოსნიელს ხელფასის სახით 2.75 მილიონ ევროს გადაუხდიან.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკანასკნელ საათებში გააქტიურდა. პიანიჩს კატალონიურ გუნდში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურდა, თურქეთი კი ერთ-ერთი ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, შესაბამისად, მირალემმა გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო. 

პიანიჩი “ბარსელონას” 2020 წელს შეუერთდა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა.

“ბეშიქთაში” 31 წლის ფეხბურთელის ვიდეომიმართვასაც აქვეყნებს:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • azulgerana
    schedule 03 სექ 2021, 18:42

    ციტატა: პეპ გუარდიოლა

    ციტატა: JustBarcaLover
    გრიზმანი ატლეტიკოსთვის უფასოდ არ მიუცია ლაპოს 10 ლიმონად მისცა და თანაც იჯარით და ენა დაიმოკლეთ რო გამოხტებით და რო ლანძღავთ ლაპოს!!


    ლაპოს დედაც გაღუნა უმტიტიმ, კლუბს ბოლომდე ასამარებს, ლუკ დეიონგს მაინც ჯობდა გრიზმანი


    smile რა დღეში ვართ