Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს და ესპანეთის ნაკრებს უკაპიტნებს.
გამოცდილი ფეხბურთელი “ფურია როხას” რიგებში 2009 წლიდან ასპარეზობს. მან ნაკრებთან ერთად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ესპანეთის მაისურით სერხიოს მონაგარი 127 მატჩი და 2 გოლია.
ლუის ენრიკეს მიერ სერხიო რამოსის განაცხადს მიღმა დატოვების გამო, 33 წლის მოთამაშე გუნდის კაპიტანი ევრო 2020-ზეც იყო.
კატალონიური კლუბიდან ლიონელ მესის წასვლის შემდეგ კი, ბუსკეტსმა “ბარსელონას” კაპიტნის სამკლავურიც გადაიბარა.




რა უნდა ამას მსოფლიო ჩემპიონატზე
როგორ, რამოსი აღარ დაბრუნდება ნაკრებში? იქამდე ხო მთელი წელია.
მესიმ პირველი რაც უთხრა ახალ მოსულ გვარდიოლას, ეს ბიჭი ძალიან მომწონს და კარგს იზავ თუ ძირითადში ათამაშებო.
ისე ამის გარეშე ესპანეთმა ორივე მატჩი ფრე ითამაშა, მოვიდა ეს და მერე დაიწყეს თამაში. აქაც როცა არ თამაშობს მოშლილია გუნდი. მართლა დიდი ძალაა ბუსკეცი
ამას უეჭველი კაცი ყავს ზემოთ. ყველგან ჩაწყობით არის
ლუჩო რა კაცია♥️♥️🤣