ხვალ, თბილისის დროით, 19:00 საათზე “ბარსელონა” “ხეტაფეს” უმასპინძლებს.
რონალდ კუმანმა აღნიშნული მატჩისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ დაბრუნდნენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფილიპე კოუტინიო და ოსკარ მინგესა, რომელთაც ტრავმა ახლახანს მოიშუშეს. განაცხადში ასევე ვხედავთ სამუელ უმტიტისა და მირალემ პიანიჩს, რომლებიც ნიდერლანდელმა წინა ორი შეხვედრისთვის არ გამოიძახა.
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია;
მცველები: დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ემერსონი, უმტიტი, მინგესა;
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, პუჩი, პიანიჩი, დე იონგი, რობერტო, ნიკო გონსალესი, გავი, კოუტინიო;
თავდამსხმელები: მემფისი, გრიზმანი, ბრეითუეიტი, მანაი, დემირი.




იმედია შტეგენი არ დაიწყებს კარის წინ ფინტაობას, დაიმახსოვროს რო ჯერ ვერ არის ფორმაში საფინტაოდ და არ დაგვღუპოს. იმიტომაც იყო ლეო ამის უკმაყოფილო, მეტისმეტი თვითშემოქმედებისთვის და ნოიერის მიბაძვისთვის. კარგია რო ამან ლეოს გამოსამშვიდებელ წერილში არ დამალა, რო ხანდახან ვერ უგებდნენ ერთმანეთს.
ტერ შტეგენი
დესტი-არაუხო-მინგესა-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
გრიზმანი-ბრაითვაიტი-დეპაი
ბრაითვაიტი-მანაი
გრიზმანი-დემირი
მინგესა-ლენგლე
დესტი-ემერსონი
ბუსკეტსი-გავი
იმიტომ რომ მინგესას გამოჯამრთელება იჩქარეს როგორ კოუტინიოსი
დესტი არაუხო ლენგლე ალბა
რობერტო ბუსკეცი დე იონგი
გრიზმანი ბრაიტვაიტი დეპაი
დიდი ალბათობით ამ შემადენლობას დააყენებს კუმანი ხვალ
სავარაუდოდ არაუხო-ლანგლეს წყვილს ვიხილავთ ხვალ
კოუტინიო და შტეგო კაია,უმტიტი და პიანიჩიც შეუყვანია განაცხადში ხისთავას.
ნიკო გონსალესის ფანი ვარ
