workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იუსუფ დემირი ავსტრიის ნაკრების განაცხადში მოხვდა

იუსუფ დემირი ავსტრიის ნაკრების განაცხადში მოხვდა

18 წლის შემტევი, იუსუფ დემირი, რომელიც “ბარსელონას” შემადგენლობაში ვენის “რაპიდიდან” იჯარით თამაშობს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო 3 მატჩისთვის ავსტრიის ნაკრების განაცხადში მოხვდა. 

ავსტრია საწყის ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს: 1 სექტემბერს მოლდოვას, 4 სექტემბერს კი ისრაელის წინააღმდეგ; 7 სექტემბერს კი  შოტლანდიას უმასპინძლებს. 

დემირს ეროვნულ გუნდში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი მარტში, ფარერის კუნძულებთან 3-1 მოგებულ შეხვედრაში შედგა.

იუსუფმა, რომელიც თავდაპირველად სარეზერვო გუნდის მოთამაშედ მოიაზრებოდა, პრესეზონის მატჩებში ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ “ბარსას” ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი მიიღო. მომდევნო ზაფხულში კლუბი მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რის შემდეგაც დემირი “ბლაუგრანას” სრულფასოვანი მოთამაშე გახდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 28 აგვ 2021, 14:49

    ციტატა: Albicelecte
    ავანსად გამოიძახეს, რასაც ვუყურე, არაფერი უჩვენებია


    მაგათთვის, ბარსას ძირითადში მოხვედრილი ფეხბურთელი უკვე დონეა. ნუ უკეთესი არავინ ყავთ ალბათ.

  • azulgerana
    schedule 28 აგვ 2021, 03:58

    barca-4 ურაა რა მაგარიააა

  • Bobi
    schedule 27 აგვ 2021, 22:25

    ტყუილად არ გამოისყიდიან იმედია. ჯერ ვერ შევაფასებ როგორი ბიჭია

  • Albicelecte
    schedule 27 აგვ 2021, 19:50

    ავანსად გამოიძახეს, რასაც ვუყურე, არაფერი უჩვენებია

  • La Pulga10
    schedule 27 აგვ 2021, 18:04

    უი დედა,როგორ გამახარა ამ ნიუსმა.