ლონდონის “ტოტენჰემი” “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ილაიშ მორიბას შეძენით დაინტერესდა და მასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
“ბარსას” 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს. წყაროს ცნობით, შესაძლოა, “დეზებმა” კატალონიელებს ოფიციალური შეთავაზება უახლოეს საათებში წარუდგინონ.
ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ლონდონური კლუბი 20 მილიონის გადახდისთვის მზადაა.
“ტოტენჰემის” მთავარი საზრუნავი “ბარსელონას” დარწმუნება იქნება, ვინაიდან მორიბასთან ყველაფერი შეთანხმებულია.
“სპურსს” კონკურენციის გაწევა თანაქალაქელი “ჩელსისთვის” მოუწევს, რომელიც ესპანელ-გვინეელის შეძენით სერიოზულად ინტერესდება.
მორიბას დამატების სურვილი “ლაიფციგმა” და “მანჩესტერ სიტიმაც” გამოთქვეს.


ტაციაობაა ამაზე, მაგრამ არავის არ მიყავს
ლაპორტას ერთი კაი დადებითი თვისება აქვს ბართოლომეოსგან განსხვავებით. ხალხს ბევრ ხელფას არ სთავაზობს და გაყიდვით მაქსიმალურად ძვირად ყიდის
"ტოტენჰემის" მთავარი საზრუნავი "ბარსელონას" დარწმუნება იქნება, ვინაიდან მორიბასთან ყველაფერი შეთანხმებულია.
ბარსელონას დარწმუნება რატო იქნება მთავარი საზრუნავი, 20 მილიონი გვინდოდა და თანახმა არიან, სადაა პრობლემა? დროზე მოიცილეთ ეს ესპანელ-გვინეელი
10 -ც რომ გადაიხადოს ვინმემ, საკუთარი ხელით უნდა შეუფუთოს ლაპორტამ
ვითომ 10 საკმარისია?
ერთია რა სურს და მეორეა თუ რამდენს იხდიან
10 -ც რომ გადაიხადოს ვინმემ, საკუთარი ხელით უნდა შეუფუთოს ლაპორტამ
მე არ მგონია ამ ფულის მონაში, ვინმე 15-20 მილიონი გადაიხადოს , ამასთან შედარებით კვარა ჩემპიონია,
ამაში თუ 20 მილიონი ავიღეთ საღოლ
ბარსელონადან რო ტოტეჰემᲨი გადადიხარ რამხელა წინ გადადგმული ნაბიჯია 18 წლის ბიᲭისᲗვის
აუუუ წაიყვანეთ ხო 15 მლნც,რომ გადაიხადონ კაია,ბოლო 4 დღეში არავის დამთრევები ჩვენ არ ვართ,მაგრამ ამ სიტუაციაში 15-20 მლნ ჰაერივით გვჭირდება.
ძალიან კარგია თუ ვინმე 15 ს ან 15 ზე მეტს გადაიხდის👌