ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით არ დასრულდა. მე-3 და მე-4 კალათებიდან ყველაზე სუსტი გუნდები ნამდვილად არ შეგვხვედრია, პირველიდან კი…
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ბაიერნი” “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქეა. ასე “ბარსელონას” არავისთან უჭირს.
არაესპანურ გუნდებთან “ბლაუგრანას” ყველაზე მეტი, 7 წაგება სწორედ “ბაიერნთან” აქვს. ესპანური გუნდები ამ მაჩვენებელში რატომ ჯობნიან, გასაგებია – ისინი “ბარსას” გაცილებით ხშირად ეთამაშებიან.
პროცენტულად რომ ავიღოთ – “ბაიერნთან” გამართული თამაშების 64% წაგებული გვაქვს. ყველაზე ცუდი შედეგი “ინტერნასიონალის”, “სან პაულუს”, “სლოვანის”, “ფიგეროსის”, “ნოველდასა” და “დანდი იუნაიტედის” შემდეგ. პირველ 5 მათგანს ისტორიაში სულ თითოჯერ ვეთამაშეთ, “დანდი იუნაიტედს” კი – ოთხჯერ. იმ გუნდებს შორის, რომლებსაც მეტნაკლებად სტაბილურად ვხვდებით, გამოკვეთილად ყველაზე ცუდი შედეგი გვაქვს “ბაიერნთან”. შედარებისთვის, “რეალთან” თამაშების მხოლოდ 40% გვაქვს წაგებული.
“ბაიერნთან” გამართული 9 დაპირისპირებიდან 7 წავაგეთ და მხოლოდ 2 მოვიგეთ. ის 2 მოვიგეთ “კამპ ნოუზე”, მარტივად, 4-0 და 3-0, 2009 და 2015 წლებში. ისტორია გვეუბნება, რომ “ბარსელონა” “ბაიერნს” მხოლოდ მაშინ უგებს, როდესაც ობიექტურად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. “ბაიერნთან” მოგება ჩვენთვის ტრებლის მოგებასთანაც ასოცირდება.
“ბაიერნთან” ბოლო თამაშის შედეგს აღარც გაგახსენებთ…
ცუდი მოგონებები არა მხოლოდ “ბაიერნთან”, არამედ ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან გვაკავშირებს. კიევის “დინამოს” 12 შეხვედრიდან 8 კი მოვუგეთ, მათ შორის ბოლო ოთხი, მაგრამ სტაჟიან გულშემატკივარს 1997 წელს აბა რა დაავიწყებს. კიევში 0-3 წავაგეთ. “კამპ ნოუზე” რევანშისთვის ვემზადებოდით და უკრაინელებმა ისეთი იკადრეს, “ბაიერნსაც” რომ არ უკადრებია – ანდრეი შევჩენკოს ჰეთ თრიქი და “კამპ ნოუზე” ანგარიშით 0-4 განადგურებული “ბარსელონა”.
ყველაზე კარგად საქმე “ბენფიკასთან” გვაქვს. 7 თამაშში 3 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი, ისიც შორეულ 1961 წელს, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში. დანარჩენ 6 შეხვედრაში, მათ შორის ბოლო ოთხში, “ბარსა” არათუ არ აგებდა, გოლსაც კი არ უშვებდა.




მაშინ ყველამ იცოდა მესი-პიკე-ალბა-ბუსის ნაბიჯები, დღეს შესაძლებელია ბარსა სხვა განსხვავებული და ბევრად სანახაობრივს ითამაშებს, თან ფატიც გვეყოლება!
აბა რას იტყვით ასეთ ძირითადზე?
შტეგო
დესტი-გარსია-არაუხო-ბალდე
პედრი-დე იონდი-რობერტო
გრიზი-დეპაი-დატი
ნუ შეიძლება სახლში მართლაც მოვიგოთ, კალენდარს გააჩნია, თუ ბოლო თამაში იქნება და ბაიერნს პირველი ადგილი განაღდებული ექნება ჯგუფში მაშინ კი. ალბათ 1-0 ან 2-1-ს
ბაიერნი ყოველთვის ძლიერია
რატომღაც მგონია რო კამპ ნოუზე მოვუგებთ ბაიერნს,აღარაა ისეთი ძლიერი ბოლო თამაშის დროს რო იყო
ჩაგვასა <<ცენზურის დარღვევა>> აუსებენ
აი მაგ თამაშებიდან როდის იყო ბარსა ფორმაში … ვერ დავიჯერებ რომ გუნდს არ აკლდა მთავარი ფეხბურთელები, თან ერთი კი არა…რამოდენიმე ერთდროულად, თორე ღირსეულ შემადგენლობას ყოველთვის გადაუღუნოს ერთი ადგილი ბაიერნმაც ლივერპულმაც და სხვა დანარჩენებმაც…ეს ბარსელონაა და ნაბოზვრებმა დაასუსტეს უეფამ ცალკე იჩალიჩა რაც ტებასმა ვერ იჩალიჩა და ბართომეუმ კიდე ხელშეკრულებები აფორმა ტოტალიზატორებთან.
წარმატებები ბიჭებს!!!
შემადგენლობით ლევანას თუ არ ჩავთვლით ვჯობივართ მათავარია კუმანმა არ მოკუკოს ისე დაასამარეთ კლუბი თითქოს მილანი ვართ კარგით რაა ეს დაკნინება კლუბის მოდაშია ამ საიტზე რა….გუნდებს 20 წელია ლიგა არ მოუგია ან 10 წელიწადში ერთხელ იგებენ და მაგათ ქომაგები თქვენაირად უნდა იჯმეინებოდნენ??
ისევ ის დაცვა ისევ ის ხროვა, ლენგლე პიკე ალბა და სემედუზე უკეთესი თუ უარესი ჯერაც რო ვერ გავიგეთ დესტი, აღარც მესი და აღარც იმ საცოდავი ერთი გოლის ავტორი ჯეკა, სამაგიეროდ ისევ ის გრიზმანი და. იმის იმედი რო კოუტინიო მაინც აღარ გაგვიტანს. ეგარაფერი რაღაცა იქნება :დ
დღეს ბარსას პრაღის სლავიასთანაც არააქვს მოგება გარანტირებული.
ნავსი უნდა გავტეხოთ,რაც რთული იქნება.კუმანმა და მელოტამ მაგარდ უნდა მოინდომონ.ლარსონი თუ იყო სამწვრთნელო შტაბის წევრი არ ვიცოდი აქამდე.
კიმიხი და ლევანდოვსკი გაიტრამვებიან და ჩავუდებთ 😃
რომელი შემადგენლობით? :დდ
კუმანს ბაიერნთან მეორე თამაშის მერე გააგდებენ ესე მგონია.
ეხლა არცერთი არ არის ისეთი ძლიერი როგორიც იყო და არც ჩვენ ვართ ეგეთი ძლიერები ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს
შემადგენლობით არანაკლები გუნდი გვყავს მთავარია გამბედავები იყვნენ მოედანზე ყველამ თავისი საქმე კარგად აკეთოს!! ხო უმთავრესი კიდე ნაკლებ ტრავმიანი გუნდი ვიყოთ